ირაკლი ალასანია: ქვეყანას მართავს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ აქვს ხალხის მიმართ ვალდებულების განცდა

news
ავტ.: news ნოემბერი 3, 2015 14:04

ირაკლი ალასანია: ქვეყანას მართავს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ აქვს ხალხის მიმართ ვალდებულების განცდა

ისეთი პოლიტიკური ძალა მართავს ქვეყანას, რომელსაც არ აქვს საკუთარი ხალხის მიმართ ვალდებულების განცდა, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა , ირაკლი ალასანიამ ისნის რაიონული ორგანიზაციის სადამფუძნებლო ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ისეთი პოლიტიკური ძალა მართავს ქვეყანას, რომელსაც არ აქვს საკუთარი ხალხის მიმართ ვალდებულების განცდა. ჩვენი ამოცანა სწორედ ისაა, რომ ხალხს აღვუდგინოთ პოლიტიკური ძალებისადმი ნდობა. ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ უნდა გავაკეთოთ. ამას სხვა ვერავინ მიხედავს, რადგან “თავისუფალი დემოკრატები” არის ახალი, ალტერნატიული ძალა. სხვა ყველამ გადაგაგდოთ, სხვა ყველამ 25 წლის განმავლობაში დაპირებების მეტი არაფერი მოგცათ”, – მიმართა ირაკლი ალასანიამ ყრილობის მონაწილეებს.

ამასთან, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა შექმნილ ეკონომიკურ სიტუაციაზეც ისაუბრა და “სამწუხარო” უწოდა იმას, რომ “ეკონომიკურმა გუნდმა საქმისადმი აბსოლუტურად არაპროფესიონალური მიდგომით ვერ გაართვა თავი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს”.
“თუ ეკონომიკური წინსვლა არ გვექნება, არც ჯანდაცვის, არც განათლების და არც ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის გვექნება ფინანსური სახსრები. 2012 წლის შემდეგ ველოდებოდით, რომ ეკონომიკური ზრდა იქნებოდა 5-6 %. უშუალოდ “თავისუფალმა დემოკრატებმა” ჩვენი საკეთებელი თავდაცვის სამინისტროშიც, საგარეო უწყებაშიც, პარლამენტშიც გავაკეთეთ და რეალური შედეგიც დადგა. თავდაცვის სამინისტროში მოვახერხეთ ის, რაც ახლა სასურველია, გაკეთდეს ყველა სამინისტროსა და ზოგადად აღმასრულებელ სტრუქტურაში – ჩვენ მოვახდინეთ სამხედრო პოლიციის დეპოლიტიზება, რომელიც პოლიტიკური რეპრესიების მანქანა იყო. ასევე, გავზარდეთ სამხედრო მოსამსახურეების ხელლფასები, მინისტრის და რიგითი ჯარისკაცის სამედიცინო უზრუნველყოფა კი ერთნაირი გახდა, ანუ ჩვენ რეალურად გადავდგით ის ნაბიჯები, რისთვისაც საზოგადოებამ ნდობა გამოგვიცხადა. საქმეში დავადასტურეთ ის, რასაც არჩევნებამდე ვიძახდით. ძალიან სამწუხაროა და ამაზე ჩვენც მოგვიწევს გარკვეული პასუხისმგებლობის აღება, რომ ეკონომიკურმა გუნდმა საქმისადმი აბსოლუტურად არაპროფესიონალური მიდგომით ვერ გაართვა თავი ჩვენს წინაშე მდგრად ეკონომიკურ გამოწვევებს”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
“თავისუფალმა დემოკრატებმა” დღეს ისნის ორგანიზაცია დააფუძნეს. დამფუძნებელ ყრილობაზე გამგეობის შემადგენლობა და თავმჯდომარე აირჩიეს.

news
ავტ.: news ნოემბერი 3, 2015 14:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics