ირაკლი ალასანია პროკურატურის მიერ სააპელაციო საჩივარზე საიდუმლო გრიფის მოხსნას საზოგადოებრივ ზეწოლას უკავშირებს

news
: news ივნისი 11, 2015 16:37 განახლებულია

მნიშვნელოვანი

  • "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურის მიერ საკუთარ სააპელაციო საჩივარზე საიდუმლო გრიფის მოხსნას საზოგადოებრივ ზეწოლას უკავშირებს.

სხვა სტატიები

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურის მიერ საკუთარ სააპელაციო საჩივარზე საიდუმლო გრიფის მოხსნას საზოგადოებრივ ზეწოლას უკავშირებს.
ალასანიამ მადლობა გადაუხადა, როგორც არასამათავრობო ორგანიზაციებს, ასევე მედიის წარმომადგენლებს, რომ ეს თემა ყურადღების ცენტრში მოექცა.
“სწორედ ამან განაპირობა პროკურატურის უკან დახევა. ეს არის გამარჯვება ამ ეტაპზე – მათ შეეზღუდათ მანიპულირების საშუალება, რომ შეენიღბათ და დაემალათ საკუთარი საჩივარი, აქედან გამომდინარე ის პასუხიც, რომელიც სააპელაციო სასამართლოს უნდა მიეღო. უკვე ასე ღიად თეთრზე შავიაო, ვეღარ იტყვიან. ამიტომ ეს ნაბიჯი მისასალმებელია და ეს იყო მოპოვებული იმ ბრძოლით და სიფხიზლით, რომელიც საზოგადოებამ გამოიჩინა”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, უნდა დაველოდოთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც უნდა იყოს თავისუფალი ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის გავლენისგან.
როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა და მტკიცებულებად არ ცნო  სასაქონლო და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რაც პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საჩივარს გრიფი  საიდუმლო ედო,  თუმცა პროკურატურამ დღეს გრიფის მოხსნის შესახებ განაცხადა.

news
: news ივნისი 11, 2015 16:37 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,749
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics