ირაკლი ალასანია – იური ვაზაგაშვილის მკვლელობა შორს მიმავალი მიზნებისთვის მოხდა

news
ავტ.: news იანვარი 22, 2015 13:34

ირაკლი ალასანია – იური ვაზაგაშვილის მკვლელობა შორს მიმავალი მიზნებისთვის მოხდა

მნიშვნელოვანი

  • "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას აზრით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა შორს მიმავალი მიზნებისთვის მოხდა და ამას შეიძლება ქვეყანაში ძალიან სახიფათო მოვლენები მოჰყვეს.

სხვა სტატიები

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას აზრით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა შორს მიმავალი მიზნებისთვის მოხდა და ამას შეიძლება ქვეყანაში ძალიან სახიფათო მოვლენები მოჰყვეს.
როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მკვლელობის მიზანია საზოგადოებაში გაჩნდეს დიდი დაუცველობის განცდა და გარკვეულად პოლიტიკური არასტაბილურობის გარემოს შექმნა.
“იური ვაზაგაშვილის ეს შემზარავი, ცინიკური, სასტიკი მკვლელობა, ჩემი აზრით, უფრო შორს მიმავალი მიზნებისთვის მოხდა. მე ამაში ვხედავ მოტივს, რომ საზოგადოებაში გაჩნდეს დიდი დაუცველობის განცდა და გარკვეულწილად პოლიტიკური არასტაბილურობის გარემო შეიქმნას ქვეყანაში, ამიტომ, მიუხედავად იმისა, მე პირადად და ჩვენს პარტიას რა დამოკიდებულება გვაქვს იმ პროკურატურის მიმართ, რომელიც პოლიტიკური დევნით არის დაკავებული, ამ ყველაფერს გვერდზე ვწევთ და ჩვენ მართლაც დაინტერესებული ვართ, რომ ძალიან სწრაფად, ობიექტურად მიაკვლიოს პროკურატურამ სიმართლეს. ამას მართლაც შეიძლება მოჰყვეს ქვეყანაში ძალიან სახიფათო მოვლენები”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ და დასძინა, რომ საზოგადოება ასეთი დანაშაულის გაუხსნელობას ვეღარ აიტანს.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

news
ავტ.: news იანვარი 22, 2015 13:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics