ირაკლი ალასანია – თუ ერთად დავდექით, მაშინ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობას აღვადგენთ

news
ავტ.: news ივნისი 5, 2015 16:52 განახლებულია

მნიშვნელოვანი

  • დღეს ჩემთვისაც და, დარწმუნებული ვარ, ყველა მოქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი დღე, რომ ვირწმუნოთ, რომ ჩვენ ქვეყანაში შეიძლება სამართალი აღსრულდეს და მოსამართლეებმა მიიღონ ადეკვატური, სწორი, ღირსეული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლო პროცესის შემდეგ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა.

სხვა სტატიები

დღეს ჩემთვისაც და, დარწმუნებული ვარ, ყველა მოქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი დღე, რომ ვირწმუნოთ, რომ ჩვენ ქვეყანაში შეიძლება სამართალი აღსრულდეს და მოსამართლეებმა მიიღონ ადეკვატური, სწორი, ღირსეული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლო პროცესის შემდეგ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომლის პროცესს, პროცესის გახსნის შემდეგ, პარტიის სხვა წევრებთან ერთად ესწრებოდა. როგორც ირაკლი ალასანიამ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღევანდელი დღე საქართველოს მართლმსაჯულებისთვის მნიშვნელოვანია.
“დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილება არის საქართველოს მართლმსაჯულებაში მგონი ძალიან მნიშვნელოვანი დღე. პირველივე დღიდან ვიძახდით, რომ ეს ხუთი ადამიანი არის უდანაშაულო. თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს იყო ივანიშვილის და მისი ჯგუფის პოლიტიკური დაკვეთა. მაგრამ, დღეს, როდესაც სასამართლოს მიერ დაუშვებლად იცნო ის უსამართლო საფუძველი, რის გამოც ეს ხალხი უდანაშაულოდ ციხეში ჩასვეს, ეს ჩემთვისაც და დარწმუნებული ვარ ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი დღეა, იმისი რომ ვირწმუნოთ ჩვენს ქვეყანაში შეიძლება სამართალი აღსრულდეს და მოსამართლეებმა მიიღონ ადეკვატური, სწორი, ღირსეული გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მინდა მთელ ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებს მოვუწოდო, თუკი ერთად დავდექით, მაშინ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობას აღვადგენთ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომლის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსმართლემ დავით ჯუღელმა გაიზიარა ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატის პოზიცია და ბრალდების მხარის მტკიცებულება, რომელიც ეხებოდა სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზას, საქმეში დაუშვებლად ცნო. დაცვის მხარის მტკიცებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სამომავლოდ გამარჯვების მომასწავლებელია.
პროცესზე მოსამართლე დავით ჯუღელმა დაცვის მხარის მტკიცებულებათა ნაწილიც ცნო დაუშვებლად, თუმცა ადვოკატები აცხადებენ, რომ აღნიშნული საქმეზე გავლენას ვერ მოახდენს.
თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი ოქტომბერში დააკავეს. მათ ბრალად 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან “თავისუფალი დემოკრატების” წევრებიც.

news
ავტ.: news ივნისი 5, 2015 16:52 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics