ირაკლი ალასანია: ბიძინა ივანიშვილი უკვე არის პრობლემა ქვეყნის

news
ავტ.: news თებერვალი 21, 2015 10:33

ბიძინა ივანიშვილი უკვე არის პრობლემა ქვეყნის, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ “ტელეიმედის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა. მისივე შეფასებით, ის საქართველოს წარსულში “ქაჩავს”.
“ბიძინა ივანიშვილი უკვე არის პრობლემა ქვეყნის, იმიტომ, რომ ის საქართველოს ქაჩავს წარსულში. თუკი მიხეილ სააკაშვილს ვინმე ასულდგმულებს, თუკი ვინმე მას ხდის რელევანტურს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. სააკაშვილი არის წარსული. თუ მას რაიმე კრიმინალური დანაშაული აქვს, კეთილი ინებოს და დაუდასტუროს პროკურატურამ. თუ არ აქვს, საერთოდ დავივიწყოთ. ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ”, – განაცხადა ალასანიამ.
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის რიტორიკა არასწორი ფაქტებით იყო გაჯერებული, მათ შორის “თავისუფალი დემოკრატებისა” და პირადად მისდამი.
“გაუგებარი იყო, ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის პირველივე დღეებიდან მისი უნდობლობა, მისი აგრესია, რომელიც წამოიშვა ჩემ და “თავისუფალი დემოკრატების” მიმართ. გახსოვთ, მაშინ მიზეზი მოგვდო, რომ მისგან ფარულად ვაპირებდით საპრეზიდენტო კამპანიის ჩატარებას. ეს რა სისულელეა! როგორ შეიძლება ვიღაცამ ვიღაცისგან ფარულად კამპანია, თან საპრეზიდენტო ჩაატარო?! ამაზე ძალიან მძიმე საუბარი გვქონდა. გარკვეულწილად მან აღიარა, რომ გადაცდომებს ჰქონდა ადგილი. ასევე ძალიან მძიმე საუბარი გვქონდა, როცა ის დაუკრეფავში გადავიდა და დაიწყო სხვადასხვა ინსინუაციები პრესასთან ერთად ჩემ პირად ცხოვრებაზე. იმის მერე, სიმართლე გითხრათ, მე არც მქონია მასთან საუბრის სურვილი. ბოლო შეხვედრა შედგა, როცა ჩვენ დავტოვეთ კოალიცია”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

news
ავტ.: news თებერვალი 21, 2015 10:33

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics