ირაკლი ალასანია – არც ერთი ინვესტორი არ ჩადებს ფულს, თუკი იცის, რომ მეზობელ ქვეყანას ნებისმიერ დროს შეუძლია, ხელი აფათუროს შენს საშინაო საქმეებში

news
ავტ.: news აპრილი 3, 2015 13:14

ირაკლი ალასანია – არც ერთი ინვესტორი არ ჩადებს ფულს, თუკი იცის, რომ მეზობელ ქვეყანას ნებისმიერ დროს შეუძლია, ხელი აფათუროს შენს საშინაო საქმეებში

მნიშვნელოვანი

  • "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, საჰაერო თავდაცვითი სისტემები საქართველოს ბიუჯეტს მძიმე ტვირთად არ დააწვებოდა. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სხვა სტატიები

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, საჰაერო თავდაცვითი სისტემები საქართველოს ბიუჯეტს მძიმე ტვირთად არ დააწვებოდა. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება და შეთანხმება იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა გადახდას დაიწყებდა მას შემდეგ, რაც სრულად მოხდებოდა ამ საჰაერო სისტემის მონტაჟი და ეს ქვეყანას გრძელვადიანი სესხის აღების შემთხვევაში, მხოლოდ რამდენიმე ათეული მილიონი დაუჯდებოდა ყოველ წელიწადს”, -განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვა, დაცული ცა არა მხოლოდ უსაფრთხო ძილს ნიშნავს ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ეს ნიშნავს, რომ შენ რეალურად გაქვს ეკონომიკური სტაბილური განვითარების შესაძლებლობა.
“არავინ, არც ერთი ინვესტორი არ ჩადებს დიდძალს ფულს ჩვენ ქვეყანაში, თუკი მან არ იცის, რომ ეს ინვესტიცია იქნება დაცული და თუკი მან იცის, რომ ნებისმიერ დროს მეზობელ ქვეყანას შეუძლია, შემოვიდეს და ხელი აფათუროს შენს საშინაო საქმეებში”, -განაცხადა ალასანიამ.

news
ავტ.: news აპრილი 3, 2015 13:14

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,376
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics