ირაკლი ალასანია: არის საუბარი, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება მთავრობის ცვლილებაც

news
: news იანვარი 24, 2015 00:06

ირაკლი ალასანია: არის საუბარი, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება მთავრობის ცვლილებაც

არის საუბარი, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება მთავრობის ცვლილებაც, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
კითხვაზე – შს მინისტრის ახალი კანდიდატურის შერჩევის დროს, გაიმართება კონსულტაციები, თუ მოხდება ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება, ალასანიას თქმით, “კონსულტაციები ალბათ, გაიმართება მას შემდეგ, რაც შერჩეული იქნება კანდიდატურა და უბრალოდ თავს დააქნევინებენ”.
“ამას ახლა არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. ჩემი აზრით, პრინციპული მნიშვნელობა ექნებას იმას, თუ რამდენად სწრაფად მიაკვლევს გამოძიება ამ საშინელი მკვლელობის ჩამდენს. საზოგადოება ელოდება. მე ვთვლი, რომ ხალხის მხრიდან პატარა ნდობა თუ არის შერჩენილი დღეს კიდევ ორი წლის წინ არჩეული ხელისუფლების მიმართ, ამ ძაფზე კიდია – მოხდება თუ არა იური ვაზაგაშვილის მკვლელების დადგენა და დაპატიმრება. თუ ეს არ მოხდა, ჩემი აზრით, ძალიან გაუჭირდება არა მარტო ღარიბაშვილის მთავრობას, არამედ ვინც არ უნდა მოვიდეს შემდეგ და არის საუბარი, რომ უახლოს პერიოდში მოხდება მთავრობის ცვლილებაც, ამ ნდობას ვერ დაიბრუნებს. ამ მკვლელობის გახსნაზე კიდია დღეს მეტწილად ინსტიტუტებისა და სახელმწიფოს მიმართ საზოგადოების ნდობის ბედი”, – განაცხადა ალასანიამ

news
: news იანვარი 24, 2015 00:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,971
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics