ირაკლი ალასანიას მაშინაც დადებითად ვიხსენიებდი და ახლაც დადებითად მოვიხსენიებ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 11, 2015 00:25

ირაკლი ალასანიას მაშინაც დადებითად ვიხსენიებდი და ახლაც დადებითად მოვიხსენიებ

ირაკლი ალასანიას მაშინაც დადებითად ვიხსენიებდი და ახლაც დადებითად მოვიხსენიებიუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მისი ყოფილი პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას მიმართ აზრი არ შეუცვლია და მას დღესაც დადებითად იხსენიებს, თუმცა აცხადებს, რომ როდესაც ალასანიას პარტიაში იყო, თავს მარტო გრძნობდა.
„ირაკლი ალასანიას მაშინაც დადებითად ვიხსენიებდი და ახლაც დადებითად მოვიხსენიებ. არ მჩვევია ადამიანებზე სწრაფად და უსაფუძვლოდ აზრის შეცვლა. დღეს ვარ მარტო და ალბათ, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ როდესაც ალასანიას პარტიაში ვიყავი, მაშინაც მარტო ვგრძნობდი თავს. იმ პარტიაში მე ძალიან ბევრი რამ გამიკეთებია. იმისთვის, რომ პარტია პარტიას დამსგავსებოდა. დღეს მიხარია, როდესაც ამ პარტიის პატარა, მაგრამ მაინც რეიტინგებს ვხედავ. დღეს უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ, ვიდრე ადრე იყო და მიმაჩნია, რომ რაღაც წვლილი მეც მიმიძღვის ამ წარმატებაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა გადაცემაში „პოლიტარტი“.

მისი თქმით, მთავრობაში დარჩენისა და ალასანიას პარტიიდან გასვლის გადაწყვეტილებას მასში დიდი ნგრევა არ გამოუწვევია, რადგან მიაჩნია, რომ ქვეყანას დღეს მართავს ევროპული მთავრობა და თავს ამ მთავრობის წევრად მოიაზრებს. თუმცა, ის კოალიციის წევრი მინისტრი არ არის.
„დღეს ვარ უპარტიო და ერთი რიგითი მინისტრი. არ გამიკვირდება, თუ ერთ დღეს კოალიცია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მე უპარტიოდ აღარ უნდა ვიყო. დღეს პარტიული კუთხით არავისთან ვარ, თუმცა ვარ იმ მთავრობის წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობს ღარიბაშვილი და ვარ იმ სამინისტროს ხელმძღვანელი, რომელიც ჩამაბარა წინა პრემიერმა და ბევრს ვმუშაობ ამ მთავრობის წარმატებისთვის“,- წულუკიანი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 11, 2015 00:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics