ირაკლი ალასანიას მადლობა საზოგადოებას

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 11, 2015 16:27

ირაკლი ალასანიას მადლობა საზოგადოებას

ქვეყანაში უნდა დამთავრდეს კულუარებიდან არაფორმალური მართვა–ირაკლი ალასანია„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია, ე.წ კაბელების საქმეზე პროკურატურის სააპელაციო საჩივარზე გრიფის მოხსნა საზოგადოების აქტიურობას უკავშირებს.

ალასანიამ მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე, მედიის წარმომადგენლებს, იმისთვის, რომ აღნიშნული თემა ყურადღების ცენტრში მოექცა.

„მადლობა მინდა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს, რომ ყურადღების ცენტრში მოექცა ეს თემა, სწორედ საზოგადოების აქტიურობამ განაპირობა უკან დახევა პროკურატურის მხრიდან და ის გაუაზრებელი, აბსურდული ნაბიჯი რომ შეენიღბათ და დაემალათ საჩივარიც და აქედან გამომდინარე, ის პასუხიც, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მათთვის სასურველი უნდა მიეღო. ეს არის გამარჯვება ამ ეტაპზე, იმიტომ რომ შეეზღუდათ ასეთი მანიპულირების საშუალება.

ახლა დაველოდებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც უნდა იყოს მიუკერძოებელი და უნდა იყოს თავისუფალი ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის ჩარევისგან“,- განაცხადა ალასანიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე რამდენიმე დღის წინ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სასამართლომ დაუშვებლად ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულება სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საჩივარს გრიფი „საიდუმლო“ ედო, თუმცა, დღეს პროკურატურამ გრიფის მოხნის შესახებ განაცხადა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 11, 2015 16:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,418
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics