ირაკლი აბესაძე: “ქართულმა ოცნებამ” მოახერხა თბილისი ერთ დიდ ორმოდ ექცია

news
ავტ.: news ოქტომბერი 20, 2015 13:38

ირაკლი აბესაძე: “ქართულმა ოცნებამ” მოახერხა თბილისი ერთ დიდ ორმოდ ექცია

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ამომრჩევლებს საკრებულოში მუშაობის ერთწლიანი ანგარიში წარუდგინა. როგორც ანგარიშის წარდგენისას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე “ქართული ოცნების” საქმიანობაზე ისაუბრებს.
“ქართულმა ოცნებამ” მოახერხა, რომ დედაქალაქში არაფერი არ გაეკეთებინა და თბილისი ერთ დიდ ორმოდ ექცია. ერთი წლის განმავლობაში თბილისის მთავრობა კორუფციით იყო დაკავებული. ქალაქში არის ძალიან ბევრი დაუსრულებული პროექტები, გადათხრილი ქუჩები. დედაქალაქში, შეიძლება ითქვას, გაკეთდა არაფერი”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მისივე განმარტებით, დედაქალაქის მერიაში 517 ადამიანით მეტი მუშაობს, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს მუშაობდა. როგორც აბესაძე აცხადებს, ეს ადამიანები დაბალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანები არიან.
“რაც შეეხება დანამატებსა და პრემიებს, რომლის გამოც “ქართული ოცნება” ხშირად ჩვენ გვაკრიტიკებდა და მის გაუქმებაზე საუბრობდა, პირიქით მოიქცა და გაორმაგდა დანამატები. შეიქმნა ახალი ორგანიზაციები, რომელთა დანიშნულება, გაუგებარია, მაგალითად, მეწარმეობის განვითარების ცენტრი, რომლის ხელმძღვანელადაც ყოფილი ვიცე მერი ალექსანდრე მარგიშვილი დანიშნეს, სრულიად უფუნქციო. ის კულტურის სამინისტროდან თავის დროზე ცუდი მუშაობის გამო გამოაძევეს”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

news
ავტ.: news ოქტომბერი 20, 2015 13:38

Google სტატისტიკა


6,269
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics