ირაკლი აბესაძე – თბილისის მერს მისივე ამომრჩეველი გამოაგდებს კაბინეტიდან

news
: news ივლისი 15, 2015 13:06

ირაკლი აბესაძე – თბილისის მერს მისივე ამომრჩეველი გამოაგდებს კაბინეტიდან

მნიშვნელოვანი

  • სამწუხაროდ, თბილისის მერის სოციალური მავნებლობა უფრო მეტ ძალას იძენს, - ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა თბილისის" თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სხვა სტატიები

სამწუხაროდ, თბილისის მერის სოციალური მავნებლობა უფრო მეტ ძალას იძენს, – ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა თბილისის” თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი აბესაძემ კომუნალურ ვაუჩერებზე და დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.
“სამწუხაროდ, თბილისის მერის სოციალური მავნებლობა უფრო მეტ ძალას იძენს. დღეს მისი გადაწყვეტილებით, თბილისის მთავრობის სხდომაზე მიიღება გადაწყვეტილება, რომ კომუნალური ვაუჩერი, რომლითაც თბილისში 385 ათასზე მეტი ოჯახი სარგებლობდა, მხოლოდ იმ ოჯახებს შეუნარჩუნდებათ, რომლებსაც გააჩნიათ სარეიტინგო ქულა და მათ 70 000 ქულამდე აქვთ მინიჭებული. გვინდა თბილისის მერს შევახსენოთ, რომ კომუნალური ვაუჩერი ფაქტიურად საარსებო წყარო იყო იმ ღატაკი და ღარიბი ოჯახებისთვის, რომლებიც ასეთად აღიარა სახელმწიფომ, უბრალოდ მათ 70 000-ზე მეტი ქულა აქვთ და ასეთი თბილისში 56 000 ზე მეტი ოჯახია, 180 000-ზე მეტი ადამიანი, რომ არაფერი ვთქვათ იმ ადამიანებზე, რომლებიც ბაზაში არ არიან რეგისტრირებულნი, თუმცა ეს მათთვის მნიშვნელოვანი სოციალური შემწეობა იყო”, – აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.
მისივე ინფორმაციით, თბილისის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერი იღებს გადაწყვეტილებას მისი ქვემდებარე ორგანიზაციებისთვის ახალ-ახალი სახელფასო დანამატების დაწესების შესახებ.
“ასე, რომ თბილისის მერი და “ქართული ოცნება” ვერ ახერხებს საკუთარ კეთილდღეობაზე, ჩინოვნიკების კეთილდღეობაზე ზრუნვის შეწყვეტას და თანხების დაზოგვას აგრძელებს ყველაზე მეტად სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებზე. ეს იმ ფონზე, როცა სექტემბრიდან კომუნალური გადასახადების გაზრდაა მოსალოდნელი, ყოველივე ეს ადამიანებს ნოემბერსა და დეკემბერში ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. როგორც ჩანს, თბილისის მერს მისივე ამომრჩეველი გამოაგდებს კაბინეტიდან ამ სოციალურად მავნებლური გადაწყვეტილების გამო”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

news
: news ივლისი 15, 2015 13:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,085
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics