ირაკლი აბესაძე “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილ წევრებს მოუწოდებს, გაერკვნენ, ოპოზიციაში არიან, თუ “ქართულ ოცნებას” უერთდებიან

news
ავტ.: news აპრილი 3, 2015 12:14

ირაკლი აბესაძე “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილ წევრებს მოუწოდებს, გაერკვნენ, ოპოზიციაში არიან, თუ “ქართულ ოცნებას” უერთდებიან

მნიშვნელოვანი

  • თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" დეპუტატები დედაქალაქის მერთან ოპონირების რეჟიმში თავიდანვე არ ყოფილან.

სხვა სტატიები

თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” დეპუტატები დედაქალაქის მერთან ოპონირების რეჟიმში თავიდანვე არ ყოფილან.
ამის შესახებ ირაკლი აბესაძემ დღეს თბილისის საკრებულოში განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლითაც ისინი პარტიას ემიჯნებიან.
“თავიდანვე ნათელი იყო და ჩანდა, რომ საკრებულოში “თავისუფალი დემოკრატების” ფრაქცია მერთან ოპონენტის რეჟიმში არ იყო. მათ მხარი დაუჭირეს 2015 წლის ბიუჯეტს, რომლის მხარდაჭერა არ შეიძლებოდა, თუ ისინი ოპონირებას უწევდნენ მერიას”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მისვე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე იმაში რაც მოხდა მათთვის მიუღებელი არაფერი არ არის. მან წარმატებები უსურვა ოპონენტებს, რათა დროზე გაერკვნენ არიან ისინი ოპოზიციაში თუ ოფიციალურად უერთდებიან “ქართულ ოცნებას” და იზიარებენ სრულად იმ პასუხისმგებლობას, რაც ხდება თბილისში.
საკრებულოს ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელ ფრაქციად განაგრძობს, – ამის შესახებ ფრაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, ფრაქციამ “თავისუფალ დემოკრატებს” პარტიიდან გასვლასთან დაკავშირებით 31 მარტს მიმართა. რაც შეეხება პარტია “თავისუფალი დემოკრატებს”, მათ გუშინ სპეციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” თბილისის საკრებულოში საქმიანობას წყვეტს.

news
ავტ.: news აპრილი 3, 2015 12:14