ინტრეპარტიული ჯგუფი პარლამენტის წევრებს მოუწოდებს მიიღონ ძალაუფლების განხორციელების პარალიზებაში მონაწილეობა

news
ავტ.: news ივნისი 10, 2015 12:38

ინტრეპარტიული ჯგუფი პარლამენტის წევრებს მოუწოდებს მიიღონ ძალაუფლების განხორციელების პარალიზებაში მონაწილეობა

ინტრეპარტიული ჯგუფის სამოქმედო გეგმა და მიმართვა ხელისუფლებას. 15 პოლიტიკრი პარტია და 9 არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი საარჩევნო მოდელის ამოქმედებას ითხოვს და მიმართავს მთავრობას, ჩაერთოს მოლაპარაკების პორცესში.

ინტრეპარტიული ჯგუფი მომავალ სამოქმედო გეგმაზე ამ წუთებშიც მსჯელობს. საკანონმდებლო ინიციატივა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, მათ შორის, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას გულისხმობს.

მამუკა კაციტაძე გუბაზ სანიკიძეს და ზვიად ძიძიგურს მიმართავს, რომ ერთგულები დარჩნენ თავისი პრინციპების.

„მე მგონი, არ არის ისეთი მძიმე ვიცესპიკერის სავარძელი, რომ საკუთარ პრინციპებს უღალატონ. მინდა მივმართო სხვებსაც, იგივე რესპუბლიკელებს, რომლებიც ბევრი წლების განმავლობაში იბრძვიან ამისათვის. ახლა არის მომენტი, როდესაც ამის შეცვლა შეგვიძლია და გავაერთიანოთ ძალისხმევა იმისათვის, რომ შევცვალოთ მახინჯი მაჟორიტარული სისტემა, სამხარეო პროპორციულით და ნუ ვანაცვალებთ ცალკეულ მაჟორიტარ დეპუტატებსა და მათ ბიზნესებს ამ პროცესს,“ – აცხადებს მამუკა კაციტაძე

ჯონდი ბაღათურია მოუწოდებს ყოფილ თანამებრძოლებს, ახლა კი პარლამენტის წევრებს, მიიღონ ძალაუფლების განხორციელების პარალიზებაში მონაწილეობა.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, არ მივცეთ ივანიშვუილს საშუალება გაიხანგრძლივოს თავისი არაფორმალური ოლიგარქიული ძალაუფლება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში მოვახდინოთ ხელისუფლების მუშაობის პარალიზება და ამისთვის გამოვიყენოთ ყველა მეთოდი,” – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

გიორგი ახვლედიანი დეპუტატებს მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა მათ ხელთ ასრსებული პოლიტიკური ბერკეტი.

“ყველამ ერთად, სამოქალაქო თანხმობის გაერთიანებულმა პოლიტიკურმა ძალებმა და არასამთავრობო სექტორმა ხელისუფლებისათვის ხელისუფლების განხორციელების დისკომფორტის და პრობლემის შექმნა დავიწყოთ. ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს, რომ მას ხელისუფლება ხელიდან ეცლება,” – აცხადებს გიორგი ახვლედიანი.

news
ავტ.: news ივნისი 10, 2015 12:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,030
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics