ინტერპოლის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ძებნა უკრაინის სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 13, 2015 02:57

ინტერპოლის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ძებნა უკრაინის სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო

ინტერპოლის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ძებნა უკრაინის სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე დაიწყოუკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა. ინტერპოლის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ძებნა უკრაინის სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვის განცხადებით, კიევმა ინტერპოლს, ძებნის გამოცხადების თხოვნით, რამდენიმე თვის წინ მიმართა.

ავაკოვის ინფორმაციით, ინტერპოლმა ძებნა ყოფილი პრეზიდენტის შვილზე – ალექსანდრ იანუკოვიჩზე, ყოფილ პრემიერმინისტრ ნიკოლაი აზაროვზე, ასევე ჯანდაცვისა და ფინანსთა ყოფილ მინისტრებზეც გამოაცხადა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კიევს მოსკოვისათვის იანუკოვიჩის ექსტრადიციის მოთხოვნით ამ დრომდე არ მიუმართავს.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ქვეყნიდან 2014 წელს გაიქცა და სავარაუდოდ, რუსეთში ცხოვრობს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 13, 2015 02:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,748
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics