“ინტეგრაციის მხოლოდ ერთ მექანიზმზე არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული” – ირაკლი ალასანიას რჩევა ხელისუფლებას

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 27, 2015 13:08

“ინტეგრაციის მხოლოდ ერთ მექანიზმზე არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული” – ირაკლი ალასანიას რჩევა ხელისუფლებას

არ შემიძლია წინასწარ ხაზი გავუსვა, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ვარშავაში ნატო- ს სამიტზეთავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ირაკლი ალსანია, აცხადებს, რომ მაპი არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისთვის და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ სხვა საშუალებების გამოყენებაზე იფიქროს.

ეს განცხადება ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებთან ნატოს გენმდივნის ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა.

მან ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრის დაფუძნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ცენტრის დაფუძნება უელსის სამიტის შემდეგ გახდა შესაძლებელი, სადაც ქართულ დელეგაციას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობდა.

“მინდა, მთელ ქართულ საზოგადოებას და საამაყო შეიარაღებულ ძალებს მივულოცო ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრის დაფუძნება. ეს არის მართლაც საქართველოს
სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისკენ, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისკენ, პროფესიული არმიის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ამიტომ მე არსებითი პაკეტის სხვა ელემენტები შესრულების დიდი იმედი მაქვს,”- აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია.

ამასთან, ის ხელისუფლებას ურჩევს, რომ ნატოში ინტეგრაციისთვის აქცენტი არსებითი პაკეტის სრულად შესრულებაზე და სხვა ელემენტების დივერსიფიკაციაზე გააკეთოს.

“რაც შეეხება მაპს, ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ინტეგრაციის მხოლოდ ერთ მექანიზმზე არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული. ჩვენ შეგვიძლია, რომ სწორედ ამ არსებითი პაკეტის შესრულებით და სხვა ელემენტების დივერსიფიკაციით მოვახდინოთ ჩვენი ინტეგრაცია ნატოში. ამიტომაც, მე სწორად არ მიმაჩნია მხოლოდ ერთ მექანიზმზე აპელირება და აქედან გამომდინარე ვურჩევ საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს ეს,” – აცხადებს ირაკლი ალასანია.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 27, 2015 13:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,251
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics