ინგლისში აფეთქებული თვითმფრინავი, სავარაუდოდ, ოსამა ბინ ლადენის ოჯახს ეკუთვნოდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 1, 2015 16:19

ინგლისში აფეთქებული თვითმფრინავი, სავარაუდოდ, ოსამა ბინ ლადენის ოჯახს ეკუთვნოდა

ინგლისში აფეთქებული თვითმფრინავი, სავარაუდოდ, ოსამა ბინ ლადენის ოჯახს ეკუთვნოდაკატასტროფის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ერთ-ერთი იყო მფრინავი, სამი მგზავრის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ არსებობს. ასევე უცნობია, რა გახდა თვითმფრინავის აფეთქების მიზეზი.
ბიზნეს-ჯეტი Phenom 300 საუდის არაბეთშია დარეგისტრირებული და იმ ავიაკომპანიის კუთვნილებაა, რომელიც ბინ ლადენის ოჯახს ეკუთვნის.
საუდის არაბეთის წარმომადგენლობამ დიდ ბრიტანეთში მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო, თუმცა, არ დაუკონკრეტებია დაღუპულთა სახელები.
პრინცმა მოჰამედ ბინ ნავაფი ბინ აბდულ აზიზმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე ბინ ლადენის ოჯახს მიუსამძიმრა მომხდარი.
თვითმფრინავი მილანიდან (იტალია) მიფრინავდა. აეროპორტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ თვითმფრინავი დასაშვებ ბილიკამდე არ მისული ჩამოვარდა. Phenom 300 ავტომანქანებს დაეცა და რამდენიმე მათგანი დაიწვა კიდეც. ასაფრენი ბილიკის ბოლოს ავტომანქანების გამოფენა მიმდინარეობდა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ გაიგონეს ვარდნის და აფეთქების ხმა.
Phenom 300 ბიზნეს-ჯეტ Phenom 100-ის ახალი მოდიფიკაციაა, რომლსაც ბრაზილიური კომპანია Embraer აწარმოებს. Phenom 300-სს მისი საბაზისო მოდელისგან განსხვავებით ასაფრენად და დასაშვებად მცირე მანძილი სჭირდება. საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლობამ ტვიტერში განცხადება გააკეთა, რომ ისინი გამოძიებას ხელს მაქსიმალურად შეუწყოენ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 1, 2015 16:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics