ინგლისსა და უელსში მანქანებში მოწევა აიკრძალა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 3, 2015 19:41

ინგლისსა და უელსში მანქანებში მოწევა აიკრძალა

ინგლისსა და უელსში მანქანებში მოწევა აიკრძალაინგლისსა და უელსში მანქანებში მოწევა აიკრძალა, თუკი იქ ბავშვები იმყოფებიან – ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

კანონის დამრღვევები 50 ფუნტი სტერლინგით დაჯარიმდებიან. მოწევა იმ შემთხეთხვევაშიც იკრძალება, თუკი მანქანაში ფანჯარა ღიაა. ამასთანავე კანონი არ ეხებათ კაბრიოლეტებს და ელექტრონულ სიგარეტებს.
გაერთიანებული სამეფოს სხვა რეგიონებმა თავი შეიკავეს აღნიშნული კანონის მიღებისგან, თუმცა, ვარაუდობენ, რომ შოტლანდიის პარლამენტი მალე მიიღებს აკრძალვას.
ბრიტანელი ექიმების მონაცემებით, ყოველკვირეულად 430 ათასი ბავშვი სუნთქავს თამბაქოს ბოლს. ზოგიერთი მონაცემებით, მანქანის სალონში სიგარეტის მავნე ნივთიერებებს 11-ჯერ მაღალი მოქმედება აქვთ, ვიდრე ღია ადგილებში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 3, 2015 19:41