ინგა გრიგოლია:”არავის არ ეშინია ამ პირადი ცხოვრების კადრების, დადეგით და გამოაქვეყნეთ ეს კადრები”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 21, 2015 23:06

ინგა გრიგოლია:”არავის არ ეშინია ამ პირადი ცხოვრების კადრების, დადეგით და გამოაქვეყნეთ ეს კადრები”

ინგა გრიგოლია მოსახლეობას მიმართავს და 7 ნოემბრის აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს.

ლამბერსექსუალური იმიჯი

” 2007 წელს, როდესაც ჟურნალისტებს ძირს ყრიდნენ, რუსთავი 2-ის მთელი კოლექტივი მიდიოდა რუსთავი 2-იდან, მათ შორის დიანა, ზალიკო გიორგი ლაფერაშვილი, ნინო შუბლაძე და ა.შ. ამ ადამიანებმა 7 ნოემბერს გამოთქვეს პროტესტი. ეს ადამიანები შევიდნენ ხელმძღვანელობასთან, რომ ან დატოვებდნენ არხს, ან ამ ყველაფერს ეთერში გაუშვებდნენ. ამიტომ მინდა ყველამ იცოდეთ, რომ ეს ჩემი საყვარელი კოლეგები აპროტესტებდნენ 7 ნოემბერს ეს უნდა მეთქვა აუცილებლად. მე ემერჯენსშიც მოვხვდი და ძალიან ცუდად ვიყავით. იმ დროს, როდესაც იმედში სპეცრაზმი შედიოდა რუსთავი 2-ის თანამშრომლები სამსახურიდან აპირებდნენ წასვლას თუ ამას პირდაპირ ეთერში არ გადასცემდენენ,”- აცხადებს ინგა გრიგოლია.

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია პირადი ცხოვრების კადრებით დაშანტაჟების კატეგორიულად გმობს და ამბობს, რომ ასეთი ფაქტები თუ კიდევ გაგრძელდება ქვეყნის დატოვებაზე იფიქრებს.

„ყველა უნდა დაისაჯოს, ჩვენ ვიცით რომ ეს ხდებოდა, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ვიცხოვროთ ქვეყნაში, სადაც არ არის შანტაჟი პირადი ცხოვრების კადრებით. არავის არ ეშინია ამ პირადი ცხოვრების კადრების, დადეგით და გამოაქვეყნეთ ეს კადრები. მე რომ ვიხილო ეს კადრები საერთოდ შეიძლება დავტოვო ეს ქვეყანა,“ – აცხადებს ინგა გრიგოლია.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 21, 2015 23:06