იმის დასადასტურებლად, რომ უკრაინელი ხალხის გვერდში ვდგავართ, კიევში მივდივართ ყველა, ვინც თვითმფრინავში ჩავეტევით–გიორგი მარგველაშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 21, 2015 00:03

იმის დასადასტურებლად, რომ უკრაინელი ხალხის გვერდში ვდგავართ, კიევში მივდივართ ყველა, ვინც თვითმფრინავში ჩავეტევით–გიორგი მარგველაშვილი

giorgi-margvelashviliიმის დასადასტურებლად, რომ უკრაინელი ხალხის გვერდში ვდგავართ, კიევში მივდივართ ყველა, ვინც თვითმფრინავში ჩავეტევით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნით უხერხულობები შეიქმნა, მაგრამ ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება. პრეზიდენტის განცხადებით, მარგველაშვილს, სააკაშვილს, პოროშენკოს, იაცენუკს მიღმა არის ქართულ-უკრაინულ ძმობა და ურთიერთობა.
“არ უნდა გვეგონოს ჩვენი თავი ისეთი ფიგურები, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ და დაანგრიონ ერთა შორის მეგობრობა. ჩემს, სააკაშვილს და სხვა პოლიტიკოსებს ზემოთ არის ჩვენი ქვეყნის მეგობრობა და ძმობა. უხერხულობები შეიქმნება, თუმცა ამ უხერხულობებს, როდესაც განსაკუთრებით უკრაინა არის დაძაბულ ვითარებაში, უნდა მოვემსახუროთ ისე, რომ არ იყოს მძაფრი. უხერხულობები არის, მაგრამ ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება. ამის დასადასტურებლად მივდივართ ყველა, ვინც ასე ვთქვათ, თვითმფრინავში ჩავეტევით, რათა უკრაინელებს ვაჩვენოთ, რომ მათ გვერდში ვდგავართ. დღეს უკრაინას უჭირს და ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო დგას უკრაინელების გვერდით და მხარს უჭერს თავისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და თავისუფალი არჩევანის დაცვაში”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, “ღირსების მარშში” საქართველოს მხრიდან მასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის, ოპოზიციის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
“ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი იქ ვიზიტით ვაჩვენოთ, რომ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა არ არის არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის, პარტიის ლიდერის, არამედ ქართველი ხალხის ნათელი გზავნილი უკრაინელებისა და მთელი მსოფლიოს მიმართ”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 21, 2015 00:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,285
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics