ტელეკომპანია “იმედი” -ს გენერალურ დირექტორად ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა

news
ავტ.: news სექტემბერი 21, 2015 16:54

ტელეკომპანია “იმედი” -ს გენერალურ დირექტორად ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა

ტელეკომპანია იმედის გენერალურ დირექტორად ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ “პირველი რადიო” ავრცელებს, რომლის თანახმად, არხის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით თანამდებობიდან გადაყენებულია გიორგი ბახტაძე და მის ნაცვლად ტელეკომპანია “იმედს” ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს.

გავრცელებულ ინფორმაციას ტელეკომპანიის თანამშრომლებიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ ოფიციალური წარდგენა ხვალ მოხდება. ამასთან, გადაწყვეტილია, რომ ტელეკომპანია უახლოეს პერიოდში ახალ პოლიტიკურ თოქ-შოუსაც მოამზადებს, რომელიც ეთერში ყოველ პარასკევს გავა და მისი წამყვანი არხის ახალი გენერალური დირექტორი ირაკლი იმნაიშვილი იქნება.

ირაკლი იმნაიშვილი ტელეკომპანია “მზე” -ში მუშაობდა, სადაც გადაცემა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული პირდაპირი ეთერის შემდეგ დაუხურეს. მოგვიანებით, ჟურნალისტმა საქართველო დატოვა და ამ პერიოდის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში, BBC -ში მუშაობდა მეუღლესთან, ნათია აბრამიასთან ერთად.

news
ავტ.: news სექტემბერი 21, 2015 16:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,476
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics