ილია მეორე – ხედავთ როგორ მღელვარე დროში ვცხოვრობთ

news
ავტ.: news იანვარი 18, 2015 14:54

ილია მეორე – ხედავთ როგორ მღელვარე დროში ვცხოვრობთ

ღმერთმა დაამშვიდოს მსოფლიო. ჩვენთან და მთელ მსოფლიოში მშვიდობა და ძლიერება სუფევდეს, – ამის შესხებ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა.
მისი თქმით, მღელვარე დროა და უფალი დაამშვიდებს ყველაფერს. “მშვიდობა, სიხარული და ბედნიერება სუფევდეს ჩვენთან და მთელ მსოფლიოში. ღმერთმა დაამშვიდოს მსოფლიო. თქვენ ხედავთ როგორ მღელვარე დროს ვცხოვრობთ ჩვენ, ამიტომ უფალი მოგვცემს წყალობას და დამშვიდდება ყველაფერი”, – განაცხადა პატრიარქმა.
დღეს პატრიარქმა ღმერთს საქართველოს გამთლიანება შესთხოვა. “დღეს ჩვენ შევთხოვეთ უფალს, რომ გაამთლიანოს საქართველო. ღმერთმა დალოცოს აფხაზეთი და სამაჩაბლო. ღმერთმა დალოცოს მთელი საქართველო”, – ბრძანა პატრიარქმა.

news
ავტ.: news იანვარი 18, 2015 14:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics