ილია მეორე: ბევრს უჭირს, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი არ დატოვებს საქართველოს

news
ავტ.: news ივნისი 1, 2015 14:18

ილია მეორე: ბევრს უჭირს, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი არ დატოვებს საქართველოს

ღმერთი არ დატოვებს საქართველოს და მოუვლენს იმ მადლს, რომელიც არის “უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, წირვის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
უწმიდესმა მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ხარობს სრულიად საქართველო, რაჭა, რადგან მას ახალი ეპისკოპოსი დაუდგინდა.

ქადაგებისას უწმინდესმა აღნიშნა, რომ დღეს სულიწმინდის დღესასწაულია და უხვად გადმოდის სულიწმინდის მადლი საქართველოზე და მთელ მსოფლიოზე, რათა მოხდეს ფერისცვალება.

“გადმოდის სულიწმინდის მადლი, რომ კეთილმა იმეფოს ქვეყანაზე. თქვენ კარგად ხედავთ, რამდენად რთულ პერიოდში ვცხოვრობთ, სულიერ პრობლემებს ემატება მატერიალური პრობლემები. ბევრს უჭირს, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი არ დატოვებს საქართველოს, მოუვლენს იმ მადლს, რომელიც არის “უძლურთა მკურნალის და ნაკულევანთან აღმავსებელი”, – ბრძანა უწმინდესმა.

ქადაგებისას პატრიარქმა ახლად ნაკურთხი ნიკორწმინდის მეუფეზე, ეპისკოპოსს ვახტანგის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეუფე ვახტანგმა რთული გზა გამოიარა. უწმინდესის თქმით, ეს საჭირო იყო, რომ უფალს მასზე პასუხისმგებლობა დაეკისრებინა. პატრიარქმა შესთხოვა უფალს “აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით”. ქადაგების ბოლოს უწმინდესმა მიმართა ახლად ნაკურთ ეპისკოპოსს ვახტანგს ამბიონზე მასთან ასულიყო, მანამდე მიმართა მეუფე ვახტანგს რომ წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზი ნიკორწმინდის განსაკუთრებული მფარველია და რასაც სთხოვს, მისცემს. პატრიარქმა ამ სიტყვების შემდეგ ახლადნაკურთხ ეპისკოპოსს მეუფის კვერთხი გადასცა და დალოცა იგი.

news
ავტ.: news ივნისი 1, 2015 14:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics