ილია მეორე – ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მეგობარია

news
ავტ.: news აპრილი 26, 2015 14:32

ილია მეორე – ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მეგობარია

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამერიკელ სტუმარს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატი გადასცა, ხოლო ვაშინგტონის მთავარეპისკოპოსმა ილია მეორეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პანაღია, ხელნაწერი წმინდა სახარება და წმინდა მოციქულ მთავარანგელოზის ეკლესიის ხატი აჩუქა.

სხვა სტატიები

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მეგობარია, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ბრძანა, სადაც მან დღეს ვაშინგტონის მთავარეპისკოპოსთან, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ ტიხონთან ერთად იქადაგა.
პატრიარქმა აშშ და ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია დალოცა და აღნიშნა, რომ საქართველო დიდად აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების მეგობრობას.
თავის მხრივ, ვაშინგტონის მთავარეპისკოპოსმა, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა ტიხონმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტოორიულ როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
“მადლიერი ვარ თქვენი და თქვენი ეკლესიის, თბილი მიღების და სტუმართმოყვარეობის გამო. მადლიერი ვარ იმ მზრუნველობისთვის, რომელსაც ჩვენი ეკლესიის მიმართ ყოველთვის იჩენდით. მადლიერი ვარ იმ თბილი მოგონებებისთვის, რომელიც უკავშირდება თქვენს ვიზიტს აშშ-ში 1998 წელს, როცა წმინდა ტიხონის მონასტერში იმყოფებოდით, პენსილვანიაში, სადაც მე, როგორც ბერი, 18 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი. მადლიერი ვართ სიმდაბლით სავსე და შთაგონებული საქართველოს წმინდა ეკლესიის მოწამეობრივი გზით 2000 წლის განმავლობაში. მასშტაბი ამ მოწამეობისა განსაცვიფრებელია. დრო კვლავ და კვლავ, ჩვენ დროშიც კი გამოცდას უქვემდებარებდა ქართველი ხალხის რწმენას ქრისტეში – რწმენას ქრისტეს ჯვრისა და მისი აღდგომისა. მე წუხელ სასულიერო პირებთან ერთად მეტეხის ხიდის გასწვრივ ვსეირნობდი, სადაც 100 ათასი ქართველი მე-13 საუკუნეში ეწამა, რადგან მათ უარი თქვეს საკუთარი რწმენის უარყოფაზე. საქართველოს ქრისტიანი მორწმუნეები, ქრისტეს ემსახურებოდნენ მაშინ, როცა ამქვეყნიური იმედი ამოწურული იყო. ქართველ ხალხს კლავდნენ, ქართულ ეკლესიებს ანადგურებდნენ, მაგრამ რწმენა ნარჩუნდებოდა, როგორც კლდე”, – ბრძანა ვაშინგტონის მთავარეპისკოპოსმა და სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა.
მისივე თქმით, ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია ახალგაზრდა ეკლესიაა, რომელიც ასახავს ეთნიკურ მრავალფეროვნებას. მიტროპოლიტ ტიხონის განცხადებით, ამერიკის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ღმერთს თაყვანს ეთნიკურად განსხვავებული ხალხი სცემს.
“ძალიან ბევრი მორწმუნე ამერიკაში მართლმადილებელ ქრისტიანობაზე ახლად მოქცეულია, რომელთაც მართლმადიდებლობასთან კავშირი არ ჰქონიათ. მათ ჩემს მსგავსად აღმოაჩინეს სიცოცხლე ქრისტეში, რაც საქართველოს ეკლესიამ საუკუნეების განმავლობაში იცოდა, იცავდა და თაობიდან თაობას გადასცა”, – ბრძანა მიტროპოლიტმა ტიხონმა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამერიკელ სტუმარს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატი გადასცა, ხოლო ვაშინგტონის მთავარეპისკოპოსმა ილია მეორეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პანაღია, ხელნაწერი წმინდა სახარება და წმინდა მოციქულ მთავარანგელოზის ეკლესიის ხატი აჩუქა.

news
ავტ.: news აპრილი 26, 2015 14:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,554
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics