2024 წლის 17 თებერვალს, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან მალტის საგარეო, ევროპულ და ვაჭრობის მინისტრთან, იან ბორგთან.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ეუთო-ს თავმჯდომარეობის ფარგლებში მალტის პრიორიტეტები და არსებული გამოწვევები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას ეუთოს მაღალი დონის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის შენარჩუნებისთვის.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს. ხაზი გაესვა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მისწრაფების მიმართ მალტის მტკიცე მხარდაჭერას. დაიგეგმა უახლოეს პერიოდში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტი.