„ივანიშვილს მზის ჩასვლამდე უნდა ჩააბარონ პატაკი, რომ უგულავა დაბინავებულია“

news
ავტ.: news სექტემბერი 18, 2015 16:36

„ივანიშვილს მზის ჩასვლამდე უნდა ჩააბარონ პატაკი, რომ უგულავა დაბინავებულია“

მნიშვნელოვანი

  • ტელეიმედისა და რიყის გასხვისების ეპიზოდებზე სასამართლო სხდომაზე საათანახევრიანი შესვენება გამოცხადდა, რათა ბრალდებული გიგი უგულავა დასკვნითი სიტყვისთვის მოემზადოს.

სხვა სტატიები

ტელეიმედისა და რიყის გასხვისების ეპიზოდებზე სასამართლო სხდომაზე საათანახევრიანი შესვენება გამოცხადდა, რათა ბრალდებული გიგი უგულავა დასკვნითი სიტყვისთვის მოემზადოს.

როგორც უგულავამ სასამართლო სხდომის დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ის დღეს დასკვნითი სიტყვის თქმას არ აპირებს და აცხადებს, რომ თუ კი მოსამართლე აღნიშნული პროცედურის გარეშე გამოიტანს განაჩენს, ეს უპრეცედენტო შემთხვევა იქნება.

„დღეს დასკვნითი სიტყვის თქმას არ ვაპირებ და თუ ამის გარეშე გამოიტანს მოსამართლე განაჩენს, ეს უპრეცედენტო შემთხვევა იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს დასკვნით სიტყვას. მე მოვითხოვე ერთი კვირა სიტყვის მოსამზადებლად. ასევე აღსანიშნავია, რომ რეპლიკების დრო არ გამოიყენა პროკურატურამ. გინახავთ პროკორატურა, რომელიც ამ უფლებით არ სარგებლობს? ამის კოლეგა პროკურორი გუშინ რწყილს ატყავებდა. ეს ყველაფერი ერთადერთ რამეს ემსახურება, ჩააბარონ ივანიშვილს მზის ჩასვლამდე პატაკი, იმიტომ, რომ მერე იძინებს. ამ პატაკის ჩაბარება არის ის, რომ უგულავა დაბინავებულია იქ სადაც აქამდე იყო“, – განაცხადა უგულავამ.

პროცესზე გამოცხადებული შესვენების დასრულების შემდეგ თბილისის ყოფილმა მერმა დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვას, თუმცა როგორც ცნობილია ის ამის გაკეთებას არ აპირებს. ჯერ-ჯერობით უცნობია, გამოიტანს თუ არა მოსამართლე განაჩენს, ბრალდებულის დასკვნითი სიტყვის გარეშე.

news
ავტ.: news სექტემბერი 18, 2015 16:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics