ივანიშვილი ჭიკაიძის გადადგომას აფასებს

news
: news იანვარი 24, 2015 19:30

ივანიშვილი ჭიკაიძის გადადგომას აფასებს

მნიშვნელოვანი

  • ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შს მინისტრობიდან გადადგომის თაობაზე ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ ეხმაურება.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შს მინისტრობიდან გადადგომის თაობაზე ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ ეხმაურება.

როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა , ალექსანდრე ჭიკაიძემ ღირსეული ნაბიჯი გადადგა. მისივე განმარტებით, ჭიკაიძის გადადგომით არსებული ხელისუფლების ხელწერა კიდევ ერთხელ დამტკიცდა და გამოჩნდა, რომ ის საზოგადოებას ანგარიშს უწევს.

“მე არ ვფიქრობ, რომ ვინმემ პროკურატურის მტკიცებულებების გარეშე პასუხი უნდა აგოს. მორალური პასუხისმგებლობა სწორი იყო მთავრობის მხრიდან, შინაგან საქმეთა მინისტრისგან, დანარჩენი – პროცესებს მივყვებით და თუ ვინმეზე დამატებით გაჩნდება ეჭვი, საზოგადოება არავის არაფერს აპატიებს. მთავრობის ყველა წარმომადგენელი ამას შეგუებულია”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე საჭიროა დაველოდოთ გამოძიებას და იმას, თუ როგორ განვითარდება პროცესები.

news
: news იანვარი 24, 2015 19:30

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,641
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics