“ივანიშვილის რეჟიმის მსხვრევა დაიწყება აჭარიდან”

news
ავტ.: news თებერვალი 22, 2015 13:26

“ივანიშვილის რეჟიმის მსხვრევა დაიწყება აჭარიდან”

მნიშვნელოვანი

  • "ივანიშვილის რეჟიმის მსხვრევა დაიწყება აჭარიდან,"- ეს განცხადება "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა აჭარაში გააკეთა, სადაც მან ადგილობრივებთან შეხვედრა გამართა.

სხვა სტატიები

"ივანიშვილის რეჟიმის მსხვრევა დაიწყება აჭარიდან"“ივანიშვილის რეჟიმის მსხვრევა დაიწყება აჭარიდან,”- ეს განცხადება “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა აჭარაში გააკეთა, სადაც მან ადგილობრივებთან შეხვედრა გამართა.

შალვა ნათელაშვილი სოფელ თხილნარში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. ძირითად პრობლემად ციტრუსის რეალიზება დასახელდა.

ადგილობრივების მტკიცებით, სადაზღვევო კომპანიებმა მათ გაფუჭებული ციტრუსის თანხაც არ აუნაზღაურეს.

“მოვუწოდებ ამ მთავრობას მოიკელით ჯიპებისა და პრემიების ფული და ამ ხალხს დაეხმარეთ, სანამ ეს ხალხი მოგდგომიათ და გაუსტუმრებიხართ იქ სადაც საჭიროა,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის პროგნოზით, შეიძლება ქვეყანაში კუბოების რევოლუცია დაიწყოს.

“თბილისის გამგეობებში ჩასასვენებლების ყიდვა დაუწყიათ წინასწარ, ნაცვლად იმისა რომ ადამიანს შეუქმნან პირობები, რომელიც მათ არ დახოცავს, ვადაზე ადრე არ წაიყვანს ამ ქვეყნიდან, სამუშაო მისცენ , საჭმელი მისცენ, პენსია მისცენ, ელემენტარული დაპირებების 10 % შეუსრულონ , ამათმა პირდაპირ კუბოებით დაიწყეს. ამ ხელისუფლებას ვინმე გააჩერებდა მსოფლიოში? თქვენ მეკითხებით კიდე რევოლუცია არ იქნებაო? როგორ არ იქნება, შეიძლება დაიწყოს კუბოების რევოლუცია ამათ წინააღმდეგ”, – აღნიშნა ნათელაშვილმა.

news
ავტ.: news თებერვალი 22, 2015 13:26

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics