ივანიშვილის მთავრობამ ქვეყანა “პოლიტიკურ უდაბნოდ” აქცია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 27, 2015 18:36

ივანიშვილის მთავრობამ ქვეყანა “პოლიტიკურ უდაბნოდ” აქცია

giorgi targamadzeპარტია ქრისტიან დემოკრატების ყოფილი ლიდერი გიორგი თარგამაძე ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს პასუხობს და ამბობს, რომ ივანიშვილის მთავრობამ ქვეყანა “პოლიტიკურ უდაბნოდ” აქცია.

ეს განცხადება სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების პროგრამის დირექტორმა გიორგი თარგამაძემ უსაფრთხოების კონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

თარგამაძე დარწმუნებულია, რომ ინგა გრიგოლიას გადაცემა დახურეს, ისე როგორც მისი გადაცემები წინა ხელისუფლების დროსაც იხურებოდა.

რაც შეეხება მისი მისამართით წარმოთქმულ კრიტიკას, რომ ქრისტიან დემოკრატები წინა ხელისუფლების ფსევდო ოპოზიციას წარმოადგენდა, თარგამაძე ამბობს, რომ უჭირს უპასუხოს ივანიშვილს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც ნაციონალური მოძრაობის „კაცად“ მოიხსენიებს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 27, 2015 18:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


25,462
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics