იენს სტოლტენბერგი რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების კიდევ ერთ დარღვევაზე საუბრობს

არ შემიძლია წინასწარ ხაზი გავუსვა, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ვარშავაში ნატო- ს სამიტზე

ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შიდა ქართლში ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევას რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების კიდევ ერთ დარღვევად აფასებს.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რა ხდება თქვენს ქვეყანაში. რუსეთის ბოლო ქმედებები, ვგულისხმობ, საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევას, კიდევ ერთი დარღვევაა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებებისა. ალიანსის წევრები მუდმივად და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.

წინა სტატიაშისაქართველო არის ქვეყანა, რომელიც ამ ნაბიჯითაც ადასტურებს თავის ერთგულებას რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობასთან მიმართებაში
შემდეგი სტატიაგიორგი ბარამიძემ ნატო-ს გენმდივანთან შეხვედრაზე დაკავებულ თანაპარტიელებზეც ისაუბრა