იემენის ხელისუფლება დამხობის ზღვარზეა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 21, 2015 18:22

იემენის ხელისუფლება დამხობის ზღვარზეა

10937523_403013239858869_892531055_nხანგრძლივი შიდა არეულობის შემდეგ, 2014 წლის სექტემბერს დადებული ეროვნული თანხმობის მშვიდობიანი ხელშეკრულება, 2015 წლის 17 იანვარს, იემენის პრეზიდენტის აბდურაბუ მანსურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გატაცებითა და 19 იანვარს პრემიერმინიტრზე თავდასხმით, დაიღღვა. ხოლო დღეისთვის არსებული სიტუაციით, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული მოძრაობა ,,ჰუსი ენსარულაჰის,, მეომრები, დედაქალაქში არიან შეჭრილები და პრეზიდენტის სასახლე ალყაში ჰყავთ. ამ მომენტისთვის ჰუსისტებს დაკავებული აქვთ ქვეყნის სხვა მნისვნელოვანი ქალაქები და პორტები. ჰუსისტების მოძრაობის ლიდერმა, აბდულმელიკ ელ-ჰუსიმ, ტელევიზიით გაკეთებულ მიმართვაში, ქვეყნის ლიდერი და მმართველი ძალა ქვეყნის დაშლაში, ეკონომიკურ პრობლემებში და ალ-ქაიდასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით 2 წელი, რომელიც კანონით დარჩა იემენის პრეზიდენტს, ძალიან დიდი დროა იმისათვის, რომ ქვეყნის ნგრევა გაგრძელდეს და ამიტომ ხელისუფლების ხელში აღებაზე პასუხისმგებლობას იღებს.
ჰუსი ენსარულაჰის წარმატებებს მიესალმება მისი მოკავშირე ირანი, რომლის სულიერი ლიდერის საგარეო საქმეთა მრჩეველმა ალი ეკბერ ვალაიეთიმ, თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ისინი მთელი ბრძოლის მანძილზე მხარს უჭერდნენ ჰუსისტებს. მისივე განცხადებით, ჰუსისტები, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში იგივე როლს ითამაშებენ არაბეთში, რასაც ლიბანის არმია და პალესტინური ,,ჰესბოლა,, თამაშობს.
ამ მომენტისთვის, იემენის დედაქალაქ სანაში ბრძოლები მიდის, რომელშიც ბოლო მონაცემებით 9 დაღუპული და 80 დაჭრილია.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 21, 2015 18:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,393
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics