იაპონიამ უცხო ქვეყნებში სამხედრო ოპერაციის ჩატარების აკრძალვა მოხსნა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 14, 2015 16:30

იაპონიამ უცხო ქვეყნებში სამხედრო ოპერაციის ჩატარების აკრძალვა მოხსნა

იაპონიამ გააუქმა აკრძალვა, რომელიც მას უცხო ქვეყნის სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას უზღუდავდა. ამის შესახებ ცნობას სააგენტო Reuters ავრცელებს.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ცვლილებები უკვე ასახულია აშშ-ს და იაპონიის თავდაცვით პრინციპებზე. ისინი იაპონიას უფრო მეტად მნიშვნელოვან როლს მიანიჭებენ ჩინეთის სამხედრო ძალის გაძლიერების ფონზე.
კანონპროექტი იაპონიას უფლებას მისცემს მინიმალური ოდენობის ძალის გამოყენებაზე, თუკი ქვეყანაზე, რომელიც მასთან მეზობლად იმყოფება, თავდასხმა განხორციელდება. კანონი იაპონიელ სამხედროებს უფლებას აძლევს უცხო ქვეყნის სამხედრო ძალებს ლოჯისტიკური მხარდაჭერა გამოუცხადონ, თუკი ისინი გაეროს წესდების თანახმად იმოქმედებენ.
მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიას საკუთარი სამხედრო ძალების უცხო ქვეყნებში გაგზავნა არ შეეძლო.
2015 წლის იანვარში იაპონიამ ქვეყნებს, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვიან 200 მილიონი დოლარი გამოუყო. ამის შემდეგ ისლამისტურმა დაჯგუფებამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც იაპონელი ჟურნალისტის მკვლელობა იყო გადაღებული.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 14, 2015 16:30

Google სტატისტიკა


3,275
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics