იაპონიამ პან გი მუნი ჩინეთის აღლუმში დასწრების გამო გააკრიტიკა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 3, 2015 15:06

იაპონიამ პან გი მუნი ჩინეთის აღლუმში დასწრების გამო გააკრიტიკა

panგაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი იაპონიამ, ჩინეთში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 70 წლისთავის გამო გამართულ აღლუმზე დასწრების გამო გააკრიტიკა. იაპონიის ოფიციალური პოზიცია მინისტრთა კაბინეტის მდივანმა ესიხიდე სუგამ გააჟღერა.

“გაერო ნეიტრალური მხარედ უნდა დარჩეს და ჩვენ ვთვლით, რომ არ ღირს ყურადღების გამახვიდება ისტორიის გარკვეულ ეტაპებზე” – განაცხადა სუგამ.

ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ გაეროს წესდება მომავლის გამო ადამიანების გაერთიანებას ითვალისწინებს და ამიტომ პან გი მუნის ჩინეთში ვიზიტი სინანულს იწვევს. ასევე სუგამ დადებითად შეაფასა ჩინეთის ჯარის 300 ათასი ადამიანით შემცირების გეგმა, რომელზეც ჩინეთის მთავრობამ ისაუბრა აღლუმზე.

დღეს ჩინეთში მისი არსებობის მანძილზე სამხედრო აღლუმი პირველად ჩატარდა. მასში 12 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ და 500 ერთეულმა სამხედრო ტექნიკამ მიიღო მონაწილეობა. პეკინში 49 ქვეყნის პოლიტიკოსები ჩავიდნენ სპეციალურად ამ დღისთვის.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 3, 2015 15:06

Google სტატისტიკა


2,455
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics