იანვრიდან რესტორნებში ღვინოზე კონტროლი მკაცრდება

news
: news იანვარი 10, 2015 13:13

იანვრიდან რესტორნებში ღვინოზე კონტროლი მკაცრდება

იანვრიდან რესტორნებში ღვინოზე კონტროლი მკაცრდება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ რამდენიმე თვის წინ განაცხადა. მისი განმარტებით, ამ ნაბიჯს სახელწიფო ღვინის ფალსიფიკაციის თავიდან ასაცილებლად დგამს.

სურსათის უვნებლობის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიგა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ ხშირად რესტორნებში გაურკვეველი წარმოშობის ღვინო იყიდება, რაც დიდი რისკის შემცველია როგორც მომხმარებლების ჯანმრთელობისთვის, ასევე ქართული ღვინის იმიჯისთვის.

მისი თქმით, ფალსიფიკაცია არ ნიშნავს მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც ხვანჭკარას ნაცვლად ბოთლში სხვა ღვინოა მოთავსებული. ქურდოვანიძის განმარტებით, ფალსიფიკაციად ითვლება შაქარ და წყალგარეული ღვინოც, მსგავსი ტიპის დაღვევების მქონე ღვინოების გაყიდვა კი რესტორნებში საკმაოდ ხშირად ხდება.

„რესტორამა მონიტორინგის დროს უნდა წარმოადგინოს საბუთი, რომ მის მიერ გაყიდული პროდუქტი ნატურალური ღვინოა და მას არანაირი დანამატები არ აქვს. დღეს ფალსიფიკაციის უამრავი საშუალება არსებობს, არსებობს ფხვნილებიც, რომელსაც წყალში გახნიან და დაარქმევენ ღვინოს“,- აცხადებს ქურდოვანიძე.

კითხვაზე, ვინ უნდა განახორციელოს ღვინის სერთიფიცირება, ქურდოვანიძე პასუხობს, რომ პროდუქციის უვნებლობასა და არაფალსიფიცირებულობაზე ის ობიექტია პასუხისმგებელი, რომელიც ღვინოს ყიდის, ამიტომ პასუხისგმებელობას იღებს როგორც რესტორანი, ასევე ღვინის ქარხანა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქურდოვანიძე განმარტავს, რომ სახელმწიფოსთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ შეამოწმებს ღვინოს ლაბორატორიულად, მთავარია, რომ რეალიზატორებმა მისი არაფალსიფიცირებულობის სერთიფიკატი წარმოადგინონ.

რაც შეეხება სანქციებს დაღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ქურდოვანიძე განმარტავს, რომ ფალსიფიცირება სისხლის სამართლის დანაშაულია, ამიტომ სანქციებს არც სურსათის უვნებლობის სამსახური დააწესებს და არც ღვინის ეროვნული სააგენტო. საქმე გამოსაძიებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით კი ფალსიფიკაციაზე სასჯელი დანაშაულის სიმძიმის მიხედვით სხვადასხვანაირია. კოდექსი კანონის დამრღვევს მინიმუმ ჯარიმით, მაქსიმუმ კი 8-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთით ემუქრება.

news
: news იანვარი 10, 2015 13:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,748
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics