- 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა+ვიდეო
- კახი კალაძე: ჩვენ ვიცით, როგორ გრძელდება დღესასწაული სასაფლაოებზე გასვლის ტრადიციით და რა მოჰყვება ამ ყველაფერს
- 1991 წლის 31 მარტი
- რუსთაველზე ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები და ლიდერები იკრიბებიან
- უკრაინული მედიის ცნობით, ქართველი დეპუტატი კობა ნაყოფია უკრაინაში არ შეუშვეს
- არა საკრებულოს უკანონო გადაწყვეტილებას” – ენმ მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადება
თქვენ გაყიდეთ სახელმწიფო ინტერესები!ნახვამდის!(ვიდეო)
მნიშვნელოვანი
- თქვენ გაყიდეთ სახელმწიფო ინტერესები!ნახვამდის!(ვიდეო)
სხვა სტატიები
ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი ინფრასტრუქტურის სამინისტროში კომისიის სხდომაზე მივიდა, რომელზეც უნდა გადაწყვეტილიყო, იფრენდნენ თუ არა ოდესაში სხვა ავიაკომპანიები, მონოპოლისტის გარდა. მიხეილ სააკაშვილის აზრით, კონკურენციის არსებობის შემთხვევაში მოქალაქეებს მოუწევდათ ორჯერ ნაკლების გადახდა ბილეთებში, ვიდრე აქამდე იხდიდნენ. კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურენტ ავიაკომპანიებს ოდესაში ფრენაზე უარი ეთქვათ, რამაც სააკაშვილის მზაფრი რეაქცია გამოიწვია.ოდესის ოლქის გუბერნატორსა და სახელმწიფო ავიასამსახურის უფროსს დენის ანტონიუკს შორის დიალოგი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა:
„დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება კონკრეტული ოლიგარქების ინტერესითაა განპირობებული, რადგან თქვენთან ანაზღაურება ზალიან მცირეა. რამდენია თქვენი ანაზღაურება?“, – დაინტერესდა მიხეილ სააკაშვილი, რასაც ანტონიუკის პასუხი მოჰყვა, რომ მისი ანაზღაურება 5.500 გრივნას შეადგენს.„და თქვენ ამ ანაზღაურებით ცხოვრობთ? მე ამის არ მჯერა“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.