თუ ჩემი დაკითხვა გახდება საჭირო, აუცილებლად დავთანხმდები – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 23, 2015 19:48

თუ ჩემი დაკითხვა გახდება საჭირო, აუცილებლად დავთანხმდები – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.

თუ ჩემი დაკითხვა გახდება საჭირო, აუცილებლად დავთანხმდები – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.
ყოფილმა პრემიერმა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საკუთარ ვერსიებზეც ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილს ორი ვერსია აქვს, მოწმეების დაშინება ან ქვეყანაში არეულობის მოწყობა.
“ჩემი აზრით, ასეთი საშინელი და საზარელი რამ, ვისაც თავში მოუვიდა, მისი მიზანი იყო, მოწმეების დაშინება, ასევე, მათ მიზანს წარმოადგენდა გამოძიებისთვის ხელის შეშლა, რომ გადარჩენილიყვნენ ისინი, ვინც მონაწილეობა მიიღო იური ვაზაგაშვილის შვილის მკვლელობაში. მეორე ვერსია არის, რომ ამ ჯგუფს იმედი აქვს, ქვეყანაში გამოიწვევენ შანტაჟსა და არეულობას. ასევე ნიჰილიზმს, რომ მათ მოახერხონ თავის გადარჩენა. მთელ საზოგადოებას, მთელ ქვეყანას ვპირდები, რომ ვერავინ შეძლებს ამას, ყველა, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საზარელ მკვლელობაში, მკაცრად აგებს პასუხს ამაზე”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
გარდა ამისა, ყოფილმა პრემიერმა ისაუბრა მისი და იური ვაზაგაშვილის შეხვედრის დეტალებზე. მისი თქმით, მათ დასახეს გეგმა, რომ სანამ არ დასრულდებოდა გამოძიება, ივანიშვილი ვაზაგაშვილის გვერდით მაქსიმალურად იქნებოდა.
“მინდა მივუსამძიმრო იური ვაზაგაშვილის ოჯახს და მთელ საქართველოს, ეს არის დიდი ტრაგედია მთელი ქვეყნისთვის. ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდი მას და დაგეგმილი გვქონდა კიდევ ერთი შეხვედრა. ჩვენ გვქონდა გეგმა, რომ სანამ არ დასრულდებოდა გამოძიება, მის გვერდში მაქსიმალურად დავმდგარიყავი, რომ გაქარწყლებულიყო ეჭვი იმის შესახებ, რომ დამნაშევეები არ დაისჯებოდნენ. მისგან ვიცი, რომ დასკვნით ფაზაში შედიოდა გამოძიება, გახარებული იყო უკრაინიდან ახალი მოწმეების გამოჩენით, რომლებიც ადასტურებენ გამოძიების ეჭვებს და პრაქტიკულად ვიზეც ეჭვი ჰქონდა პროკურატურას, ყველანი ხვდებოდნენ პასუხისმგებლობის ქვეშ. მან გვარებიც ბევრი დაასახელა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, იური ვაზაგაშვილის განცხადებებზე, რომ მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეები ისევ თანამდებობებზე რჩებიან შსს-ში, ბიძინა ივანიშვილის თქმით, თუ დამნაშავეები თანამდებობებზე არიან, ისინი არამარტო ამ თანამდებობებს დატოვებენ, არამედ მკაცრად აგებენ პასუხს კანონის წინაშე.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 23, 2015 19:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


14,433
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics