თუ ისინი არ შეცვლიან წარმოდგენილ სიას, მე მაქვს ვალდებულება წარმოდგენილი შემადგენლობა ერთი კვირის ვადაში გადავუგზავნო პარლამენტს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 1, 2015 22:46

თუ ისინი არ შეცვლიან წარმოდგენილ სიას, მე მაქვს ვალდებულება წარმოდგენილი შემადგენლობა ერთი კვირის ვადაში გადავუგზავნო პარლამენტს

მნიშვნელოვანი

  • თუ ისინი არ შეცვლიან წარმოდგენილ სიას, მე მაქვს ვალდებულება წარმოდგენილი შემადგენლობა ერთი კვირის ვადაში გადავუგზავნო პარლამენტს

სხვა სტატიები

“თუ ისინი არ შეცვლიან წარმოდგენილ სიას, მე მაქვს ვალდებულება წარმოდგენილი შემადგენლობა ერთი კვირის ვადაში გადავუგზავნო პარლამენტს. მაგრამ მე მაინც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ერთი კვირა გამოყენებული იქნება პოზიტიურად და მთავრობა და უმრავლესობა ინტენსიურ დიალოგში შევა ერთმანეთთან, რომელიც, სხვათა შორის, აქამდე არ შეიმჩნეოდა- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.მისივე განმარტებით დეპუტატები, ვინც უნდა მიანიჭონ ლეგიტიმურობა მთავრობას, ხშირ შემთხვევაში ამბობდნენ, რომ არ იყვნენ აქტიურად ჩართულნი ამ პროცესში. ეს აუცილებელია, რადგან გადაწყვეტილებას, რატომაც მინისტრი ხდება მინისტრი და ძალაუფლების მატარებელი, მინისტრი კი ძალიან მაღალი თანამდებობაა, იღებს საქართველოს პარლამენტი და დეპუტატი. ბუნებრივია, მე დავიცავი პარლამენტარების უფლებები. ეს ჩემი ვალდებულება იყო. როცა მე დავინახე, რომ პროცესი მიდიოდა ნაჩქარევად, შევქმენი შესაძლებლობა, რომ ის დამშვიდდეს. კი ბატონო, იყოს გაღიზიანება ჩემ წინააღმდეგ, მაგრამ შედეგი ხომ ეს იქნება – დეპუტატები უფრო ინტენსიურ დიალოგში შევლენ. მე ამის იმედი მაქვს. იმედი მაქვს ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა გამეკეთებინა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 1, 2015 22:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,050
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics