თუ გასაღების ძებნა ისევ რუსეთში დავიწყეთ არაფერი გამოვა–პაატა ზაქარეიშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 20, 2015 16:17

თუ გასაღების ძებნა ისევ რუსეთში დავიწყეთ არაფერი გამოვა–პაატა ზაქარეიშვილი

თუ გასაღების ძებნა ისევ რუსეთში დავიწყეთ არაფერი გამოვარუსეთთან მაქსიმალურად უნდა მოხდეს ინსტიტუციონალური დისტანცირება და სხვა ინსტიტუციებში ინტეგრაცია, როგორებიცაა ევროკავშირი და ნატო–ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა ზუგდიდში განაცხადა

“შუა გზაზე თუ გავჩერდით მოგვივა ის, რაც მოუვიდა ლოტის ცოლს, ძველი აღთქმიდან – მარილის სვეტად გადავიქცევით. თუ უკრაინელები არ გაჩერდებიან და არ შეცვლიან დასავლურ ორიენტაციას დონბასაც გადაარჩენენ და ყირისმსაც. ჩვენც ასე ვართ, ჩვენ გვიყურებს აფხაზეთი და ოსეთი და თუ გასაღების ძებნა ისევ რუსეთში დავიწყეთ არაფერი გამოვა “, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, რუსეთმა აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური რუკის გადახედვა ჯერ კიდევ 2007 წლის მუნხენის კონფერენციაზე, პუტინის გამოსვლით დაიწყო.

“თითქმის არავინ ელოდა ასეთ შედეგებზე გასვლას, პირველ რიგში უკრაინელ ხალხს ვგულისხმობ და ექსპერტებს. ეს არის ყირიმის ასეთი ფორმით დაკარგვა. ეს არის რუსეთის მცდელობა მოერე მსოფლიო ომის შემედეგ მოახდინოს გეოპოლიტიკური რუკის გადახედვა ან მისი პოლიტიკის შენარჩუნება აღმოსავლეთ ევროპაში. ეს პროცესი რუსეთმა 2007 წელს, მუნხენის კონფერენციაზე, პუტინის გამოსვლით დაიწყო. ეს მაშინ რატომღაც მსუბუქად შეაფასეს მისი გამოსვლა. შემდეგ ამას, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომი მოჰყვა. მაშინ ამ უკანსაკნელს მსოფლიო ეკონომუიკური კრიზისი დაემთხვა და მსოფლიომ მაშინაც ვერ გაისიგრძეგანა ის საფრთხეები, რაც რუსეთის ხედვებიდან მოდიოდა”, – აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა ზუგდიდში საზოგადოებრივი ორგანიზაციის “სინერგია” მიწვევით იმყოფება. მინისტრი ზუგდიდში მოქალაქეებს შეხვდება და კონფლიქტის თემაზე დისკუსიას გამართავს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 20, 2015 16:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics