თურქულმა არმიამ სირიაში სპეცოპერაცია ჩაატარა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე თებერვალი 22, 2015 11:50

თურქულმა არმიამ სირიაში სპეცოპერაცია ჩაატარა

მნიშვნელოვანი

  • წუხელ თურქეთის დღოით 21:00 საათზე, თურქული არმია სირიის ტერიტორიაზე, კობანის პროვინციაში, ქალაქ ალეპოს მახლობლად სპეცოპერაცია,,შაჰ ფირატი,, ჩაატარა. 39 ტანკისა და 150-მდე სხვა სამხედრო ტექნიკის თანხლებით, 572 სამხედრო მოსამსახურე სირიის ტერიტორიაზე საკუთარი ანკლავის დაცვის მოტივით შეიჭრა.

სხვა სტატიები

b707e9b0-ba55-11e4-accd-b1a4f36a0031-jpg20150222075919-jpg20150222085213წუხელ თურქეთის დღოით 21:00 საათზე, თურქული არმია სირიის ტერიტორიაზე, კობანის პროვინციაში, ქალაქ ალეპოს მახლობლად სპეცოპერაცია,,შაჰ ფირატი,, ჩაატარა.  39 ტანკისა და 150-მდე სხვა სამხედრო ტექნიკის თანხლებით, 572 სამხედრო მოსამსახურე სირიის ტერიტორიაზე საკუთარი ანკლავის დაცვის მოტივით შეიჭრა.

ცნობილია, რომ სირიის ტერიტორიაზე, ოსმალური იმპერიის დამაარსებლის სულეიმან შაჰის სამარხი მდებარეობს, რომელიც თურქებისთვის წმინდა ადგილად ითვლება და 1921 წლის ანკარის შეთანხმების საფუძველზე, სამარხის ტერიტორია თურქეთის საკუთრებაა ანკლავის სტატუსით. სწორედ ამ ტერიტორიის საპატიო ყარაულზე მდგარი 20 სამხედრო მოსამსახურე, 2014 წელს ,,ისლამური სახელმწიფოს,, მებრძოლების მიერ იქნა გატაცებული და აქედან გამომდინარე სამარხისა და სიწმინდეების დაცვის მოტივით ამართლებს თურქეტის არმმიის შესვლას თურქეთის ხელისუფლება. დამასკოს რეჟიმის ოფიციალური რეაქცია, თურქული არმიის ქმედებებზე, ჯერჯერობით ცნობილი არაა.

გარდა იმისა, რომ ოპერაციის მონაწილე ერთი თურქი ჯარისკაცი უბედურ შემთხვევას შეეწირა, სხვა არანაირი მსხვერპლი ამ მომენტამდე ამ ოპერაციას არ მოჰყოლია. თურქმა სამხედროებმა სამარხიდან მეფის ნეშტის ამოღება და მისი უფრო უსაფრთხო ტერიტორიაზე, სირიის სოფელ ეშმაში გადატანა მოახერხეს, სადაც მას თურქეთის ჯარი დაიცავს. სამარხის საპატიო ყარაულზე მდგარი თურქი სამხედროები კი დღეს დილით უკან სამსობლოში დააბრუნეს.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე თებერვალი 22, 2015 11:50

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


12,288
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics