თურქეთში ქურდობის ბრალდებით 3 ქართველი დააკავეს…

თურქული მედიის ცნობით, თურქეთში, ქალაქ ორდუს ალთინორდუს რაიონში, 7 სხვადასხვა ბინის გაძარცვის ფაქტზე საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს…

ორდუს უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალთინორდუს ერთერთ უბანში, ერთმანეთის მიყოლებით 7 სხვადასხვა სახლის გაქურდვა მოხდა, რის გამოც საქმეში პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო… გამოძიების ფარგლებში, ამოღებული იქნა ქუჩაში დამონტაჟებული კამერის ჩანაწერები, სადაც საეჭვო ავტომობილი დაფიქსირდა… სამძებრო სამსახურის მიერ აღნიშნული ავტომობილი იმავე უბანში იქნა ნანახი, თუმცა ავტომობილის მძღოლმა, მანქანით პოლიციისაგან გაქცევა სცადა. გაქცეული ავტომანქანა, პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ, მცირე დროის შემდეგ გულიალის რაიონში იქნა დაკავებული.

დაკავებულია ავტომობილში მსხდომი, T.C, G.T და A.C ინიციალების მქონე საქართველოს სამი მოქალაქე, რომლებიც ორდუს უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

საქართველოს მოქალაქეებს დაკავებისას თან ფული და გაქურდული ბინებიდან დაკარგული ნივთები აღმოაჩნდათ, აცხადებენ თურქი სამართალდამცავები.

www.timer.ge

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიურთიერთმხარდამჭერი პოლიტიკური ბანერები უკრაინა-ბელორუსის მატჩზე… (ფოტოები)
შემდეგი სტატიაპუტინი: ტაჯიკეთში დესტაბილიზაციის მცდელობაა…