თურქეთში სისხლიანი ტერაქტი 20 წლის ახალგაზრდა თვითმკვლელმა მოაწყო….

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 21, 2015 19:11

თურქეთში სისხლიანი ტერაქტი 20 წლის ახალგაზრდა თვითმკვლელმა მოაწყო….

მნიშვნელოვანი

  • თურქული მედიის ცნობით, გუსინ შანლიურფას ოლქის სურუჩუს რაიონში მომხდარი სისხლიანი ტერაქტის, რომელმაც 32 ადამიანის სიხცოცხლე იმსხვერპლა, მომწყობი დადგენილია...

სხვა სტატიები

თურქული მედიის ცნობით, გუსინ შანლიურფას ოლქის სურუჩის რაიონში მომხდარი სისხლიანი ტერაქტის, რომელმაც 32 ადამიანის სიხცოცხლე იმსხვერპლა, მომწყობი დადგენილია… თუმცა ამის შესახებ მხოლოდ თურქული მედია წერს და ოფიციალურად წრეები ჯერჯერობით არ ახმოვანებენ.
ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ნაფლეთებად ქცეული გვამი ექსპერტიზისთვის არის გადაცემული, 20 წლის შეიხ აბდურაჰმან ალაგიოზი გახლავთ… გარდაცვლილზე ეჭვი იმის გამო მიიტანეს, რომ მისი გვამი ყველაზე მეტად იყო დანაწევრებული, რაც ბომბის სხეულთან ახლოს დამონტაჟების მანიშნებელია, ხოლო პრადობის დამადასტურებელმა მოწმობამ, რომელიც შემთხვევის ადგილზე იქნა ნაპოვნი, ეს ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა, რადგან ახალგაზრდა ალაგიოზი, იმ სოციალისტური პარტიის წევრი არ ყოფილა, რომელიც სირიის ქალაქ კობანიში აღდგენითი სამუშაოებისათვის აგზავნიდა ახალგაზრდებს, რომელთა მიმართაც განხორციელდა ტერაქტი, ამიტომ მისი ყოფნა პარტიის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე, შეუსაბამოდ გამოჩნდა… თვითმხილველთა განცხადებით, ალაგიოზი ქალის ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი შევიდა ღონისძიების ადგილზე.

თურქული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაიკითხა ეჭვმიტანილის მშობლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ მისი შვილები გარკვეული პერიოდით ადრე სახლიდან სხვა ქალაქში წავიდნენ ისე, რომ მშობლებისთვის არ დაუკონკრეტებიათ რაზე უნდა ემუშავათ… აღსანიშნავია, რომ ალაგიოზი თურქეთის ქურთებით დასახლებული ქალაქ ადიამანიდანაა… ისევე როგორც 2 თვის წინ დიარბაქირში მომხდარი სისხლიანი აფეთქების მომწყობად მიჩნეული ორჰან გიონდერი, რომელმაც დიარბაქირშო ოპოზიციური პარტიის ოფისის წინ ტერაქტი მოაწყო. თურქული მედიის აზრით, ადიამანში ,,ისლამური სახელმწიფო,, ბოლო დროს აქტიურად მოქმედებს…

გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც თვითმკვლელი ტერორისტი სურუჩში მარტო არ იყო… ეჭვმიტანილია კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც დაჭრილია და ამჟამად მკურნალობას გადის.

 

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 21, 2015 19:11

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics