თურქეთში აფხაზური დიასპორის უპირატესობა თანდათან იკვეთება…

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 17, 2015 18:27

თურქეთში აფხაზური დიასპორის უპირატესობა თანდათან იკვეთება…

მნიშვნელოვანი

  • მაშინ როცა თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის რიცხობრივი რაოდენობა თითქმის 20- ჯერ მეტია აფხაზურზე, აფხაზების მიერ გახსნილი კულტურული ცენტრების რაოდენობით და ბოლო წლებში ამ ქვეყანაში აფხაზთა მიერ განხორციელებული კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ღონისძიების რაოდენობით, ქართველებთან შედარებით აშკარა უპირატესობაში არიან.

სხვა სტატიები

მაშინ როცა თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის რიცხობრივი რაოდენობა ათეულობითჯერ მეტია აფხაზურზე, აფხაზების მიერ გახსნილი კულტურული ცენტრების რაოდენობით და ბოლო წლებში ამ ქვეყანაში აფხაზთა მიერ განხორციელებული კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ღონისძიების რაოდენობით, ისინი ქართველებთან შედარებით აშკარა უპირატესობაში არიან…

იმან, ვისაც თურქეთის ქართულ დიასპორებთან ურთიერთობა ჰქონია, ალბათ იცის, რომ თურქეთში ქართული დიასპორის კულტურული ცენტრები ბოლო წლებში ქართული სახელმწიფოს ხელშეწყობით არ გახსნილა… და შესაბამისად არც ქართულ მედიას გაუშუქებია მსგავსი რამ… ქართული სათვისტომოს ყველა კულტურული ცენტრი, რომელიც მომქდებენ დღემდე თურქეთის ტერიტორიაზე,  ისინი მხოლოდამხოლოდ ადგილობრივი ქართული დიასპორიც ინიციატივით და ძალისხმევით, კარგა ხნის წინ იყო გახსნილი და ეთნიკურ ქართველთა რიცხობრივ შემადგენლობასთან, რომელიც სხვადასხვა მონაცემებით თურქეთში 10 მილიონამდე აღწევს, რაოდენობრივად ძალიან ცოტაა. ძალიან ცოტაა აგრეთვე იმ ღონისძიებათა რიცხვი, რომელსაც ქართული სახელმწიფო ამ ქვეყანაში მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებთან ანხორციელებს… თუ არ ჩავთვლით თითო ოროლა ანსაბლის ჩასვლას ადგილობრივ კულტურულ ფესტივალებზე და დიასპორის მინისტრების კერძო ვიზიტებს,  კულტურული, ეკონომიკური თუ პოლიტიკური სახის ფორუმები და შეხვედრები, ქართული სახელმწიფოს მხრიდან ბოლო წლებში საკუთარ დიასპორასთან მიმართებაში თითქმის არ განხორციელებულა…

სხვა სიტუაციაში არიან აფხაზები, რომლებმაც ბოლო წლების მანძილზე ისე გააქტიურეს თურქეთში მუშაობა, რომ ყველა ქალაქსა და რაიონში სადაც თითო ოროლა აფხაზური წარმომავლობის თურქეთის მოქალაქე ცხოვრობს კულტურულ ცენტრებს ხსნიან… 2014 წლიდან მოყოლებული   თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში ფხაზური დიასპორის 12-მდე ახალი კულტურული ცენტრი გაიხსნა და ამ ცენტრების გახსნაში თავად აფხაზურ დე-ფაქტო ხელისუფლებას ლომის წვლილი აქვს შეტანილი.  ამის შესახებ ქართული მედია და სააგენტო ,,თაიმერიც,, მუდმივად  ავრცელებენ ინფორმაციას… დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი, აფხაზებმა კიდევ ერთი დიასპორის ახალი კულტურული ცენტრი გახსნეს სტამბულთან ახლოს, სამრეწველო ქალაქ ქოჯაელიში, რომლის ხელმძღვანელადაც ადგილობრივი აფხაზური წარმომავლობის ბიზნესმენი ჰასან კონჯა (კარდია) აირჩიეს.

აფხაზურ ხელისუფლებას სწორი სტრატეგია აქვს არჩეული, ისინი პირდაპირ თურქეთის ხელისუფლებაზე არ გადიან, რადგან იციან, რომ ეს თურქეთის ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს და ამით ვერაფერს მოიგებენ… მათ უშუალო ურთიერთობა აქვთ საკუთარ დიასპორის წევრებთან და მათი მეშვეობით გადიან თურქულ საზოგადოებაზე და პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე… დიასპორის კულტურულ ცენტრებს თურქეთში, აფხაზები რა თქმა უნდა არამარტო კულტურული ურთიერთობისათვის იყენებენ… აფხაზები ამ ცენტრებში ატარებენ შეხვედრებს საკუთარი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და  თურქეთის რეგიონალური დონის პოლიტიკოსებს შორის… იმართება ეკონომიკური და კულტურული ფორუმები, რომლებსაც მუდმივად ესწრებიან აფხაზური დე-ფაქტო ხელისუფლების დელეგაციები… ამ ცენტრების მეშვეობით ისინი თურქულ საზოგადოებაში ეძებენ დასაყრდენს და იმ დივიდენტებს, რომელიც მომავალში მათ სასარგებლოდ იმუშავებს, როგორც ეკონომიკური ასევე პოლიტიკური კუთხით. გარკვეული წარმატებები ამ კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ უკვე აქვთ, რაც თუნდაც იმაში გამოიხატება, რომ ზოგიერთი თურქული კომპანია და ცნობილი ბრენდი (მაგალითად ,,კოლინზი,,) აფხაზეთში უკვე აღარ ერიდება საკუთარი წარმომადგენლობის გახსნას.

რა თქმა უნდა აფხაზებს დამოუკიდებლად არ შეუძლიათ ასე კარგად იმუშაონ თურქეთსა და იმ ქვეყნებში, სადაც მათი წარმომადგენლობები და დიასპორები ძალიან აქტიურობენ… რა თქმა უნდა ამის უკან რუსეთის ინტელექტუალურ-პოლიტიკურ-ფინანსური მხარდაჭერაც დგას, რაც აფხაზეთის აღიარებისა და საქართველოდან საბოლოო მოწყვეტისკენაა მიმართული… თუმცა, ამის მიუხედავად საქართველოს შესწევს ძალა, რომ მეზობელ ქვეყნებში მათ მიერ წარმოებულ სტრატეგიას და ტაქტიკას ჭკვიანური პასუხები გასცეს… მითუმეტეს, თუ იმ ქვეყანაში ჩვენი დიასპორა ათეულობითჯერ ჭარბობს მოწინააღმდეგისას. თუ საქართველომ არ იაქტიურა და საკუთარი ალტერნატიული ინფორმაცია არ მიაწოდა მეზობელი და მოკავშირე ქვეყნის მოსახლეობას, ჩვენს პასიურობას გამოიყენებენ ჩვენი მტრები და ისინი იმუშავებენ… იმუშავებენ პირდაპირ საზოგადოებაზე, რამე თუ იციან, რომ თურქეთში ხელისუფლების წყარო არის ხალხი… და თუ ისინი თურქეთის საზოგადოებას და ხალხს დაარწმუნებენ, რომ აფხაზეთი არ არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, შორს არ იქნება ის დღეც, როდესაც აფხაზეთის დამოუკიდებლობას თურქეთის  ხელისუფლებაც აღიარებს.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 17, 2015 18:27