თურქეთში აფეთქებების შედეგად დაშავებულთა და გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

news
ავტ.: news ოქტომბერი 10, 2015 13:22

თურქეთში აფეთქებების შედეგად დაშავებულთა და გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

მნიშვნელოვანი

  • მისივე თქმით, თურქეთში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაუზუსტებელი ინფორმაციით, 20-მდე დაღუპული და 100-მდე დაშავებულია.

სხვა სტატიები

თურქეთში საქართველოს ელჩის ირაკლი კოპლატაძის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის თურქეთში აფეთქებების შედეგად დაშავებულთა და გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
მისივე თქმით, თურქეთში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაუზუსტებელი ინფორმაციით, 20-მდე დაღუპული და 100-მდე დაშავებულია.
ელჩის განმარტებით, საქართველოს საელჩოსთვის თურქეთში საქართველოს მოქალაქეებს დახმარებისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავთ.
“ჩვენ დავუკავშირდით პოლიციას და მიღებული ინფორმაციით, მიმდინარეობს გარდაცვლილების იდენტიფიცირების პროცესი. ჯერ მათთვისაც არ არის ცნობილი გარდაცვლილთა ვინაობა. ჩვენ მუდმივ კავშირში ვართ პოლიციასთან. იმედი მაქვს, რომ მათ შორის საქართველოს მოქალაქეები არ იქნებიან. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდა, ჩვენ გვაქვს კონტაქტი და პოლიცია თავად დაგვიკავშირდება. ამ მომენტისთვის, არც დაშავებულებში და არც გარდაცვლილთა შორის ჩვენი მოქალაქეები არ არიან”, – აღნიშნა ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ.

news
ავტ.: news ოქტომბერი 10, 2015 13:22

Google სტატისტიკა


4,431
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics