თურქეთი სახიფათო ფაზაში შედის და ბრძოლის ველს ემსგავსება…

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აგვისტო 10, 2015 16:58

თურქეთი სახიფათო ფაზაში შედის და ბრძოლის ველს ემსგავსება…

მნიშვნელოვანი

  • თურქეთი, როგორც უსაფრთხოების ასევე პოლიტიკური კუთხით, სახიფათო ფაზაში შედის და ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ჩვენს უახლოეს მეზობელ და სტრატეგიულად პარტნიორ ქვეყანაში.

სხვა სტატიები

suruc-terorთურქეთმა, რომელსაც ამა წლის 20 ივლისს სირიის მოსაზღვრე სურუჯის რაიონში, სირიის დანგრეული ქალაქ კობანის აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად მიმავალი  მემარცხენე პოლიტიკური ორგანიზაციის ახალგაზრდა მოხალისეების წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტით 31 მოქალაქე მოუკლეს, ორიოდე კვირის უკან ტერორისტების წინააღმდეგ ორფრონტიანი, ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო…
პირველი ფრონტი თურქეთმა სირიაში და თურქეთის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს,, (ISIS) წინააღმდეგ გახსნა, რასაც თურქული არმიის მიერ სირიის ტერიტორიის გადაკვეთა, ისლამისტების ბანაკების დაბომბვა, თურქეთის ტერიტორიაზე ისლამისტების მომხრეთა და ხელშემწყობთა მასობრივი დაპატიმრებები და ქალაქ ადანასთან მდებარე ,,ინჯირლიკის,, საავიაციო ბაზის აშშ-ს ავიაციისთვის (სირიაში ისლამისტთა პოზიციების დასაბომბად) დათმობა მოჰყვა…
PKK-3თურქეთის ხელისუფლებამ პარალელურად მეორე ფრონტი თურქეთში და ერაყის ტერიტორიაზე მოქმედ, თურქეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხულ და ევროკავშირის მიერ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღებულ, აბდულა ოჯალანის სახელთან დაკავშირებული ქურთების მუშათა პარტიის (PKK) მებრძოლებს გაუხსნა, რაც ასევე მათ პოზიციებზე მიტანილი იერიშებითა და აქტივისტების დაპატიმრებებით გამოიხატა…
ბოლო ერთი კვირის მანძილზე კი ნათელი გახდა, რომ ტერორიზმთან ბრძოლის ორივე ფრონტზე თურქეთს სერიოზული წინააღმდეგობა ელოდება, რაც ქვეყანას, მოსახლეობას და უცხოელებსაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის…

istanbul-usa-konsol-terorერთ კვირაზე მეტია, რაც თურქეთის ტერიტორიაზე, სხვადასხვა ქალაქებში ტერაქტების სერია გრძელდება, რომელიც ძირითადად თურქი სამხედრო მოსამსახურეების, პოლიციის შენობებისა და ქვედანაყოფების, საელჩოებისა და საკონსულოების წინააღმდეგ ხორციელდება. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში 5-მდე ტერაქტი განხორციელდა… მათ შორის იყო თავდასხმა აშშ-ს საკონსულოზე სტამბულში, პოლიციის და სამხედროთა გვედანაყოფებზე, რომელსაც 10-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა და ათეულობით ადამიანის დაჭრა მოჰყვა… დანგრეული და დაზიანებულია რამდენიმე შენობა… დამწვარია ავტომობილები. თურქეთის სპეცსამსახურებს უკვე უჭირთ იმის დადგენა, თუ რომელი ტერაქტის უკან დგანან ისლამისტები და რომლის უკან ქურთი სეპარატისტები, რომელთაც ბოლო დროს თურქეთის ეთნიკურად ქურთი მოსახლეობისაგან (რომელიც თურქეთში სხვადასხვა მონაცემებით 10 მილიონზე მეტია) სერიოზული მხარდაჭერა გააჩნიათ… საქმე იქამდე მივიდა, რომ ეთნიკური ქურთებით დასახლებულ თურქულ ქალაქებში და ქალაქის უბნებში ბარიკადებს და ბულდოზერებით მიწაყრილებს აწყობენ, რათა თურქი სამართალდამცავები არ შეუშვან… გახშირდა პოლიციის მიმართ ეთნიკური ქურთი მოსახლეობის კოლექტიური თავდასხმები, რომლის დროსაც იყენებენ ე.წ. ,,მოლოტოვის კოქტეილებს,, ქვებს და სხვა ისეთ საშუალებებს, რომლთა გამოყენებაც მძიმე შედეგებით მთავრდება.
ERDOGAN-KOALISIYON-01თურქეთში ტერორისტული საფრთხეებიდან გამომდინარე არსებულ არასტაბილურ სიტუაციას, ასევე ამძიმებს პოლიტიკურად არასტაბილური სიტუაციაც ქვეყნის შიგნით, რაც ამა წლის ივნისის თვეში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა… მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ტაიპ ერდოღანის მმართველმა ,,სამართლიანობისა და აღორძინების პარტიამ,, არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა, მის მიერ არჩევნებში აღებული 40% პარლამენტში მმართველი უმრავლესობის ჩამოყალიბებას არ ეყო… ხოლო კოალიციური უმრავლესობის ჩამოყალიბება ვერც ერდოღანის დღემდე მმართველმა პარტიამ ვერ შესძლო და ვერც დანარჩენმა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც პარლამენტის რიცხვითი შემადგენლობის უმრავლესობას, ჯამში 60%-მდე ფლობენ. თურქეთის კონსტიტუციით, პარლამენტში უმრავლესობის შექმნისა და ამ უმრავლესობის საფუძველზე ახალი მთავრობის არჩევის ვადა, არჩევნებიდან 45 დღით განისაზღვრება… გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტში გასულ 4 პარტიას რადიკალურად სხვადასხვა მისწრაფებები და მოსაზრებები აქვთ, ისინი უდიდესი ალბათობით დარჩენილ მცირე დროში კოალიციის ჩამოყალიბებას ვერ მოახერხებენ, რასაც უახლოეს დღეებში თურქეთის ხელისუფლების მხრიდან, კონსტიტუციის მიხედვით, ახალი საპარლამენტო არჩევნებს დანიშნვნა მოჰყვება, რომელიც ამავე წლის ნოემბერში უნდა გაიმართოს.
erdogan-bayramზოგიერთი თურქი მიმომხილველი აცხადებს, რომ ჩატარებული არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, მმართველი კოალიციის არჩამოყალიბება ერდოღანს და მის პარტიას აწყობს… რადგან ისინი განმეორებითი არჩევნებში, ოპოზიციის მიერ ხმების უმრავლესობის გამოუყენებლობიდან და დაქსაქსულობიდან გამომდინარე, უკეთეს შედეგებს ელოდებიან და ფიქრობენ, რომ ხელისუფლების ოპოზიიციისთვის განაწილებაც არ მოუწევთ.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, რაც თურქული პრესის ანალიზს ეყრდნობა, აშკარაა, რომ თურქეთი, როგორც უსაფრთხოების ასევე პოლიტიკური კუთხით, სახიფათო ფაზაში შედის და ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ჩვენს უახლოეს მეზობელ და სტრატეგიულად პარტნიორ ქვეყანაში.
თურქულ მედიაზე დაყრდნობით
კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აგვისტო 10, 2015 16:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


37,521
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics