თურქეთის ქართველთა დახმარება ,,დედა სამშობლოს,,

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 25, 2015 00:25

თურქეთის ქართველთა დახმარება ,,დედა სამშობლოს,,

მნიშვნელოვანი

  • თურქეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც თურქეთის ბურსას ოლქის ქალაქ ინეგოლის ქართული წარმოშობის თურქი მოქალაქეებისა და ინეგოლის „კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის საზოგადოების,, მიერ შეგროვილ დახმარების საქარტველოში შემოსვლაზეა საუბარი, თბილისში წყალდიდობის დროს დაზარალებულთათვის...

სხვა სტატიები

თურქეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც თურქეთის ბურსას ოლქის ქალაქ ინეგოლის ქართული წარმოშობის თურქი მოქალაქეებისა და ინეგოლის „კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის საზოგადოების,, მიერ შეგროვილ დახმარების საქარტველოში შემოსვლაზეა საუბარი, თბილისში წყალდიდობის დროს დაზარალებულთათვის…

,,2015 წლის 14 ივნისს თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის და სალიკვიდაციო სამუშაოების ხელშესაწყობად გრძელდება თურქეთის სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და ქალაქებიდან ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი. საელჩო დიდი მადლიერებით იუწყება, რომ 23 ივნისს საქართველოში შემოვიდა ქ. ინეგოლის ქართული წარმოშობის მოხალისეების და „კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის საზოგადოების“ (ხელმძღვანელი: ომერ დემირთაში) ინიციატივით დატვირთული ტრაილერი.

საელჩო განსაკუთრებულ მადლობას უხდის ტვირთგადამზიდავი კომპანია “უნიპაკის” ხელმძღვანელობას (გიორგი ირემაძე და ერდოღან შენოლი (ერეკლე დავითაძე), რომელთაც ერთი კვირით შეაჩერეს კომპანიის მუშაობა და სატრანსპორტო საშუალებები სრულად მიმართეს საქველმოქმედო მიზნით საქართველოში ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებისათვის; ასევე, ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს თურქული კომპანია “დემირკოლი” (ხელმძღვანელი: ულაშ ქოლჯაქი).

ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი კვლავ გრძელდება: რამდენიმე დღეში ანალოგიური დახმარება საქართველოში ადრესატამდე მივა თურქეთის სტამბოლის, ართვინის, ხოფას, დუზჯეს, საქარიას და სხვა ქალაქებისა და რეგიონების ეთნიკურად ქართული წარმოშობის მოსახლეობისგან და დიასპორული გაერთიანებებიდან,, აცხადებს თურქეთის საელჩო თბილისში…

საყურადღებოა, რომ 14 ივნისს დილიდან ინეგოლის ,,კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის საზოგადოებამ,, საქართველოს მოსახლეობისადმი მიმართვა გაავრცელა ,,ფეისბუქით,, და იმავე დღიდან შეუდგა დახმარების შეგროვებას…

,,დედა სამშობლოვ… საქართველოვ! ვწუხვართ მომხდარის გამო!

გულით ვიზიარებთ საქართველოს დედაქალაქ თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად მომხდარი წყალდიდობისას დაზარალებული ქართველი ხალხის ტკივილს. გვინდა იცოდეთ , თურქეთელი ქართველები მზად ვართ ნებისმიერი სახის მორალური თუ მატერიალური მხარდაჭერისა და დახმარებისათვის. თქვენი ტკივილი ჩვენი ტკივილია,, ნათქვამია მიმართვაში

 

 

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 25, 2015 00:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,714
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics