თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ნავთობსადენზე აფეთქება მოხდა

news
ავტ.: news ივლისი 29, 2015 21:16

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ნავთობსადენზე აფეთქება მოხდა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, შირნაკის პროვინციის შემოგარენში ნავთობსადენზე აფეთქება მოხდა, რომლითაც ერაყიდან თურქეთს ნავთობი მიეწოდება.
ადგილზე მეხანძრეები და მაშველები მუშაობენ. მათ უკვე შეძლეს ხანძრის ლოკალიზება და ნავთობის გაჟონვის საფრთხე ამ დროისთვის აღარ არსებობს.
რადიო “თავისუფლების” ინფორმაცით, ამ დრომდე მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ თანერ ილდიზის განცხადებით, ეს დივერსიული აქტი ქურთმა სეპარატისტებმა განახორციელეს. მისივე თქმით, სეპარატისტულ-ტერორისტული ორგანიზაცია ცდილობს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხე შეუქმნას.

news
ავტ.: news ივლისი 29, 2015 21:16

Google სტატისტიკა


18,783
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics