თორებს შოტლანდიური „ლატენტური სეპარატიზმის“ ეშინიათ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 8, 2015 00:43

თორებს შოტლანდიური „ლატენტური სეპარატიზმის“ ეშინიათ

თორებს შოტლანდიური „ლატენტური სეპარატიზმის“ ეშინიათდიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ყოფილი წარმომადგენელი ბარონი კენნერ ბეიკერი შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ შოტლანდიის ნაციონალური პარტია საერთო საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი პოპულარობით ისარგებლებს მიმდინარე წლის მაისში იმისათვის, რომ „შავი ხვრელით“ შოტლანდიის დამოუკიდებლობას მიაღწიოს.
ეს რომ რა დაუშვან, კენეტის აზრით, კონსერვატორებმა და ლეიბორისტებმა, რომლებიც გამოკითხვის მიხედვით თანაბარი პოპულარობით სარგებლობენ მოსახლეობაში, სამთავრობო კოალიცია უნდა შექმნან.
მსგავსი კოალიცია ბრიტანეთის ისტორიაში პირველი იქნებოდა.
გამოკითხვის მიხედვით, ნაციონალისტებს „დამაჯერებელი უმრავლესობის“ აღება შეუძლიათ პალატის „შოტლანდიურ ადგილებში.“
ლეიბორისტების და კონსერვატორების კოალიცია რთული წარმოსადგენია, მაგრამ კენეტ ბეიკერი თვლის, რომ შესაძლებელია, რადგანაც ნაციონალისტური პარტიის გამარჯვება „კოშმარს“ მოასწავებს.
ის თვლის, რომ პარლამენტში ნაციონალისტური პარტიის გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ ისინი მაქსიმალურად გამოიყენებენ შესაძლებლობებს შოტლანდია დამოუკიდებელი გახადონ.
გასული წლის სექტემბრის თვეში ჩატარებულ რეფერენდუმზე შოტლანდიელების უმრავლეობამ ქვეყნის დიდ ბრიტანეთში გაერთიანებას დაუჭირა მხარი, თუმცა, გამარჯვებული ხმები უმნიშვნელო იყო.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 8, 2015 00:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics