თოვლისგამწმენდი მანქანის მძღოლი: “ მკვლელი არ მინახავს“

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 2, 2015 19:03

თოვლისგამწმენდი მანქანის მძღოლი: “ მკვლელი არ მინახავს“

თოვლისგამწმენდი მანქანის მძღოლი: “ მკვლელი არ მინახავს“ვაკუუმის მანქანის მძღოლი, რომელიც ბორის ნემცოვის მკვლელობის მომენტში ხიდზე, მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა, ამბობს, რომ მას მკვლელი არ უნახავს. ამის შესახებ მოსკოვის კრემლის ტელეკომოანია Lifenews იტყობინება, რომელმაც შეძლო მძღოლს დალაპარაკებოდა.
მამაკაცი ამბობს, რომ ის თავის საქმეს ასრულებდა და აქეთ-იქით არ იყურებოდა, მომხდარის შესახებ კი მხოლოდ მაშინ გაიგო, როცა მას ნემცოვის თანამგზავრმა მიმართა.
მამაკაცის თქმით, ის ბორდურების წმენდას რჩებოდა და როცა თვალები ასწია, უკანა სარკეში დაინახა რომ ასფალტზე მამაკაცი ეგდო. როცა ჩააქრო მოტორი და მანქანიდან გადმოვიდა, მასთან ქალბატონმა მიირბინა დახმარების სათხოვნელად. „მე ვკითხე, რა სჭირდა მამაკაცს და როგორ გრძნობდა ის თავს, ქალბატონმა მიპასუხა, რომ მას ესროლეს და იკითხა, რა გავაკეთო, ვის დავურეკოვო“ – ამბობს მანქანის მძღოლი.
როგორც რუსი ჟურნალისტები წერენ, მამაკაცმა სასწრაფო გამოიძახა და მშვიდად გააგრძელა თავისი საქმე.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 2, 2015 19:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics