თინა ხიდაშელი: ჩემგან ნუ მოითხოვთ სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას, მეგობრებო

news
ავტ.: news აგვისტო 13, 2015 11:20

თინა ხიდაშელი: ჩემგან ნუ მოითხოვთ სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას, მეგობრებო

თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების შესახებ “ფეისბუქის” პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

ხიდაშელი ირწმუნება, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები სამსახურიდან არასოდეს ყოფილან გათავისუფლებულნი. მინისტრის განმარტებით, მისი წინამორბედის, მინდია ჯანელიძის ბრძანებით, სწორედ პატიმრობის გამო, მათ ავტომატურად შეუჩერდათ უფლებამოსილება.
“თავდაცვის სამინისტროს და პირადად მე, თავდაცვის მინისტრს ქვეყნის, მისი ინსტიტუტების ფუნქციონირება მხოლოდ კანონის უზენაესობის პირობებში წარმოგვიდგენია და კანონის უზენაესობის ერთგული ვრჩებით. ამავე პრინციპის ერთგულია ქვეყნის მთელი ხელისუფლება. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არასოდეს ყოფილან გათავისუფლებულნი. გემახსოვრებათ, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩემი წინამორბედის ბრძანებით, სწორედ პატიმრობის გამო მათ ავტომატურად შეუჩერდათ უფლებამოსილება. ასევე, გემახსოვრებათ, სასამართლომ ამ ადამიანების აღმკვეთი ღონისძიება შეცვალა და პატიმრობა შეწყდა. ეს კი ნიშნავს, რომ საფუძველი, ზევით ნახსენები აქტი, აღარ არსებობდა. ჩვენ, სასამართლო გადაწყვეტილების და კანონის მოთხოვნების შესაბამისად, მათთვის შეჩერებული უფლებამოსილება აღვადგინეთ. ვინმეს დამნაშავეობა-უდანაშაულობა თავდაცვის სამინისტროს განსასჯელი არ არის. ამას სასამართლო დაადგენს, ჩვენ კი კვლავაც კანონის უზენაესობის სამსახურში ვიქნებით. თუ კიდევ რამეა გაუგებარი, მზად ვარ კანონის მუხლებიც მივუთითო, აქ არ ჩამოვწერე ისედაც მარტივი და ლოგიკური მეჩვენება. გადაწყვეტილების დადგომამდე მაინც არ არის გამართლებული რომ თავდაცვაზე ხელი მიუწვდებოდეთო. სასამართლომ, წინასწარი პატიმრობის შეფარდების დროს, სწორედ კანონის ეს დებულება გამოიყენა და თქვა, რომ წინასწარი პატიმრობა იმიტომ, რომ მტკიცებულებების განადგურება, მოწმეებზე ზეწოლა, თანამდებობის გამოყენება და ა.შ. როდესაც აღკვეთი ღონისძიება შეიცვალა, სასამართლომ თქვა, რომ აღნიშნული საფრთხეები აღარ არსებობს, ვინაიდან გამოძიება დასრულებულია, მტკიცებულებები ამოღებული, მოწმეები დაკითხული და ა.შ. ამიტომ ჩემგან ნუ მოითხოვთ სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას, მეგობრებო”,- აცხადებს თინა ხიდაშელი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
news
ავტ.: news აგვისტო 13, 2015 11:20

Google სტატისტიკა


2,461
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics