თინა ხიდაშელი: სტატისტიკას თუ შევხედავთ, ასეთი ინციდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული

news
ავტ.: news მაისი 24, 2015 16:13

თინა ხიდაშელი: სტატისტიკას თუ შევხედავთ, ასეთი ინციდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის შეფასებით, გატაცებების ყოველი ფაქტი აღმაშფოთებელი და ყურადღებამისაქცევია, მაგრამ სტატისტიკას თუ შევხედავთ, ასეთი ინციდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია, – ამის შესახებ თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს სოფელ გრემისხევიდან საოკუპაციო ჯარების მიერ საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.

“სამწუხაროდ, მე არ ვიცი ამ კონკრეტული ფაქტის შესახებ. მაგრამ არ მიკვირს, არ არის პირველი შემთხვევა, არც იმის მოლოდინი მაქვს, რომ ბოლო იქნება. სამწუხაროდ, ასეთი ტიპის ქვეყანასთან გვაქვს საქმე. ასეთი ტიპის ურთიერთობებით არის ის ცნობილი და ხასიათდება საქართველოსთან და არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იმ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც ქართულ მხარეს აქვს არჩეული, რაიმე განსაკუთრებულ გართულებებს ადგილი არ ექნება და ჩვენ მოვახერხებთ საბოლოო ჯამში, რომ ყველა ის პრობლემა, იქნება ეს ადამიანების გატაცება, მცოცავი ანექსია, პირობითი საზღვრის გადაწევა-გადმოწევასთან დაკავშირებული საკითხები თუ სხვა, ჩვენს პარტნიორებთან ერთად მშვიდობიანად, მოლაპარაკებების მაგიდასთან მოვაგვარებთ და ასეთი ინციდენტები მინიმალური გახდება. ყოველი ასეთი ფაქტი, რა თქმა უნდა, უკიდურესად აღმაშფოთებელი და ყურადღებამისაქცევია, მაგრამ სტატისტიკას თუ შევხედავთ, ასეთი ინციდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული და ჩვენი ამოცანაც ეს გახლავთ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

გრემისხევის თემიდან, სოფელ ქარქუსაანიდან 42 წლის გია სოლაშვილი გაიტაცეს. სოლაშვილი სიდედრის დაკრძალვაზე იმყოფებოდა და ის სოფლის სასაფლაოდან გაიტაცეს. სასაფლაო ე.წ. საზღვართან მდებაორებს.

news
ავტ.: news მაისი 24, 2015 16:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,376
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics