თინა ხიდაშელი – საჰაერო თავდაცვით სისტემებზე ვინც ისაუბრა, ისაუბრა იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლებოდა

news
ავტ.: news ივნისი 2, 2015 19:32

თინა ხიდაშელი – საჰაერო თავდაცვით სისტემებზე ვინც ისაუბრა, ისაუბრა იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლებოდა

მნიშვნელოვანი

  • თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის შეფასებით, საჰაერო თავდაცვით სისტემებზე ვინც ისაუბრა, ისაუბრა იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლებოდა, თავად კი არ სურს მათ რიგებში ჩადგეს

სხვა სტატიები

 

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის შეფასებით, საჰაერო თავდაცვით სისტემებზე ვინც ისაუბრა, ისაუბრა იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლებოდა, თავად კი არ სურს მათ რიგებში ჩადგეს , – ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებს თავდაცვითი შეიარაღების შესახებ ხელშეკურლების გაფორმების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

ხიდაშელის თქმით, მან გააკეთა განცხადება, რომ ამ ხელშეკრულებას ხელი აუცილებლად მოეწერებოდა და იმავე განცხადებაში ისიც თქვა, რომ ამ თემებზე მეტ კომენტარს აღარ გააკეთებს.

“ვინც თავის დროზე ამაზე ისაუბრა, ჩემი აზრით, ისაუბრა იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლებოდა, რომ ესაუბრა, ამიტომ მეც არ მინდა, იმ რიგში ჩავდგე. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული საკითხი და ეს არის საკითხი, რომელსაც თუ დავახარისხებთ, ყველაზე უფრო მეტად არის სწორედ სახელმწიფო საიდუმლოება. ამიტომ მე მესმის თქვენი სრულიად ლეგიტიმური ინტერესი, მაგრამ ჩემიც უნდა გაიგოთ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

news
ავტ.: news ივნისი 2, 2015 19:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics